4 votes
0 comments
0 shares
Save
6 views
Llama N
Tbilisi · 1 year ago

ცა ამ დილით 😍


Llama N
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Llama N
Tbilisi, Georgia · 1 year ago
ცა ჩემს ქალაქში 💜
აკუნა მატატა
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ნიკა კვესელავას პოეზია
ო ლა ლა ჩვენ გიჟები,ო ლა ლა უხსოვარი ხნისა ვართ, მაპატიე,მორალი ღმერთი ქაღალდისაა! დედამიწა ხაზივით, ცოდვილების საშოა, დედამიწა პაზლია, ბავშვის სათამაშოა. ბრბოს ხმა - ურა კრებითი, ფრაგმენტებად,კადრებად ერთხელ გამოკვებითაც არა,არ გეკადრები არა,არ გეკადრები. არა,არ გეკადრები. უსარგებლო მადლია, დაშრეს არქიპელაგი, ჩემი ძვლები ჯართივით მიწის ქვემოთ ელაგოს. გამო, გამომაფხიზლე, შენგან გადმომათრიე, დაუფიცარს გაფიცებ, ადრინდელზე, ადრეა. სული თითქოს მორგია, ხორცი მიწის მოვალე, ცოცხალ მკვდრებიც გჯობივართ ჩვენ გიჟები,ო ლა ლა. აჰა,შენი სათავე, ჭეშმარიტი,დეკადა, ალბათ დამასაფლავეს, თორემ დამირეკავდი. ცოტა რამეს მკითხავდი, ცოტას წაგიკითხავდი, პირგამშრალი,სვენებით, ვიცი, რომ არ გეძინოს იცი გამიხსენებდი. წრეზე ბრუნავს ეს ეზო, სახლი უსმენს ბეთჰოვენს, მხოლოდ ქრისტემ ვერ შეძლო ქრისტესავით ეცხოვრა. მთვარის შუქზე, წითურო, მაგ საწოლზე სატინის, შიშვლდები რომ გიყუროს, ღამემ როგორ გატკინა. თავზე რომ არ ფიქრობდნენ ვესტიბულიზაციას, მოაცილებს მიკრობი(თ) მზე რომ ქვრება მაციებს. ფეხზე კარი მოვიბი, არაფერი არ გქვიათ, ეს სიცოცხლე მოვიგე, სოხუმია,არქივი. ხორცში ისე გაკივის ტკივილი რომ არ მტკივა. ეჭვნარევი ბაცილი, დახეთქილი საძილე, სავსე მთვარეს ვაცილებ ჯანმრთელობა დაცლილი. გააჩინა,უარა სისხლის გამოსაშრობად, სიყვარული, სუ! არის, ტკივილია ბავშვობა. აი,ასე ო ლა ლა, აი,ასე ო ლა ლა, ღმერთი ქაღალდისაა, რეალურად მოვკალით! მიზეზ მიზეზ დავხიეთ, დამალული ჯერ არ ვართ, გვღალატობენ ძაღლებიც რაღაც რიგზე ვერ არი... რაღაც მართლა ვერა რა, სამოც კილოს ვიწონი, მოდი, მოდი, წითურო! ჰპოვე შენი საქმენი, კოცნა გამომიწოვე, სანამ სხვები დამკბენენ. ჩვენ გიჟები,შემთხვევით შიმშილს ვიკლავთ წიგნებით გამო, მათავისუფლეთ, მომიაროთ იქნება. პოეზია ნიჭია, თქვენ რომ აღარ გიჭირავთ, მაპატიეთ,მორალი ჩვენ გიჟები, ო ლა ლა უხსოვარი ხნისა ვართ, ღმერთს ზეცაში რა უნდა ღმერთი ქაღალდისაა! *** ქვა ეგდო, გულის ფორმის, ხელების გზაჯვარედინზე, ამოგიყვირე აივნიდან ისე მეტკინე მერე თვალებით დაგახამხამე რომ არ მეტირა. შენ ილოცე და გადაგიწერე,სული ამომხდა,სულსაც ამოვხდი. ამ წელსაც მოვა ქარიანი შემოდგომა სინამდვილეში, არა ისეთი რომ გეოცნება, არა ისეთი რომ გეგონა, დერეფნებს,კორიდორებს საით მივყავარ?! ისე მინდოდი შუაღამით,ხველა დამეწყო, გარეთ აცივდა,შენ შეგიძლია ძველებურად შენში მიფიქრო, შეგეძლოს მაინც სიზმრებიდან შემხვდე, ცა გავცრიცოთ, დავბნელდეთ, დავშრეთ სადმე გავიქცეთ. უძილობისგან დასრესილი ძველი კადრები, გუშინდელი დღე არქივივით შეგინახე, შენს ფეხებთან შენს მუხლებთან სურვილს მოგიფხან და დავიწყებამდე სხეულიდან სუნს აგფხეკ. რუკაზე სძინავთ ქალაქებს,მე და შენ არა, როგორ მინდოდა შენი სუნთქვით გამეთბო წვიმა, პეპლები მუცლის ღრუში აგიჭრელდება, გადავყრით აჩრდილს ჩვენს შუა, წყლისკენ, . რა ადვილია მთელი წელი უხმოდ გელოდო ყოველ პარასკევს შიშებისგან განთავისუფლებ, მაინც შორია დედამიწა ორივე მხარეს შუშის ნატეხზე გაჭრილ გრძნობებს გამომიწოვს მთელი ეპოქა აღარ დავწერ აღარ დავწერ გადაიჩვიე ეგ თვალები ჩემი ლექსიდან. ბალახები წითელია თუ დახმა და გამოილია, არახარ არც წინ არც უკან შენ არ მოხვედი... მე მეშინია ვეღარ გიცნო,თავდაპირველად და გაუცხოვება ომივით დაგვეწყოს გამხმარ ბალახზე. გამიშლი ტუჩებს ცდუნებების გამოსაშვებად, მიყვარხარ ახლა შეიძლება ჩემზე მეტადაც მგრძნობდე რადგან მკვდარი ვარ, შენი ტკივილის წასაღებად ისევ მოვედი, ყველა ქუჩაზე, მაღაზიაში, წიგნებში, ან სულაც გამვლელის თითებსაც მოუძებნი ჩემში მსგავსებას. ვერასდროს გადამივიწყებ. შენ ყოველ დილით მზესთან ამოხვალ მე ყოველ ღამით გადავბრუნდები, ურმებს გადავყრი გზებიდან და გზა არ იქნება, ჩემს იქეთ შენს იქეთ ჩვენ დავინახეთ შეგრძნებების მძიმე ლითონი, ისეთი მძიმე რომ ვერ ავწიეთ. ქვა ეგდო, გულის ფორმის დედამიწაზე უნდა წაგვეღო უნდა წაგვეღო გაგვენაწილა. **** ოთახში,ჭერზე დახტის კალია, ვუსმენ საკუთარ აჩრდილის ფეთქვას, ჰო,ყველაფერი ჩემი ბრალია, რაც უკვე ვთქვი ან რაც უნდა მეთქვა. რაოდენია სულში რაოდენ, გაუქმებული გზებით,ხიდებით, მოვალ სიცილით,სასაფლაომდე და ერთიანად აგიტირდები. შენი ქუჩაა,მეათასედი, მოლურჯო ზონა,ხველას იწყებენ, სინამდვილეში არ ხარ ასეთი, გახსენებამდე, დაგავიწყდები. ღამე მორგია, ან რა მოგივა, მთვარის მაგივრად შეხვდე ალიონს, რისთვისაც იბრძვი, თუ შენი ღვიძლი გაგიშვებს ბიჭო, უნდა დალიო. ყველასთან ვისაც ფული არა აქვს ცდომა ნიჭია და მსახიობი, გულისტკივილი ვეღარ გადაგაქვს... წერონ მაგათმაც, ხატონ მაგათმაც, შენი პილატე,ჩემი იობი. მოკვდი! იომე! ყველა ჭრილობის განსახილველად, მოდი პირველად! წადი მეორედ, გაგიმეორებ, რომ გზა მცდარია, წყვეტილ სანიშნით, არც არაფერი არ მიხარია, შენი ცრემლები იცის ბალიშმა. აღარ გამიშვა, აღარ გამიშვა, თეთრი ხელები,ლურჯი მოლია, არ გაგიკვირდეს ზეცამ ქარი შვას, არც არასოდეს მოგიყოლია. როგორ უყვარდი, წიგნების კითხვა, იმ ვიღაც ვირთხას, შენი თვალები არ უნახია, შენი ტუჩები არ უნახია, არც შენი ცრემლი,არც შენი სევდა. აკი ახია, იქ აღარ ცხოვრობ,ძველი სახლია. ან რაღა დარჩა,ხარაკირია, გადაირიე?! რას მემართლება, მუხლებზე არა, საწოლზე ჯდები მიყურებ მღვრიედ, ქრისტეს სანთლებით. დავრჩით მარტონი, აწი,ბატონო... არავინაა ჩვენი პატრონი, მიმიღე, გულში ან მიმატოვე! სიმინდის ყვითელ თავთავებიან, ღეროებს, თავი უნდა უხარო, იქნებ ეშველოს რამე ამინდებს, მეტყვი ,,ბუ ხარო'' გეტყვი ,,წავიდეთ'' ოთახში,ჭერზე დახტის კალია, ვიფიქრე, მოვკვდი, ღამე ვათიე, თუ ყველაფერი ჩემი ბრალია, მე მაპატიე!
სალო მე
Tbilisi, Georgia · 1 year ago
თუ მენატრები, მე ვწვები და ღრმად ვხუჭავ თვალებს - ეს ერთადერთი გზაღა დამრჩა შენი დანახვის. ქუთუთოს თოვლზე გავს სიზმარი ცხადის ნაკვალევს, რომელიც დილით ისევ წყდება და ჩემი სახლი დილით ფარდების შეღამდება ნაცნობი ფრთებით, შენ კი გვერდს იცვლი, მაჯა თითქოს გიცემს უგულოდ - რადგან ხანდახან მარტოობა ისე გინდება, საკუთარ ლანდსაც სიძულვილის ეჭვით უყურებ. და გახსენდება, სადღაც აქვე არის სამყარო, და გახსენდება, სანამ ჩემთვის ვნახავდი ზეწარს - გზაზე, რომელზეც მივდიოდი, ჭორი დაყარეს - უკან დაყარეს - ფეხის ნაცვლად, ჩრდილი გამეჭრა. და ახლა ვკვდები, საფეთქელი ლულას მივადე, არ მენანება მოუმკელი ჩემი სიბერე - რადგან სიკვდილი ადვილია, როცა ცივა და ცა ლამაზია და იქ ღმერთის ყოფნას იჯერებ.
Llama N
Tbilisi, Georgia · 1 year ago
Khai Dreams - Sunshine 🌞 და თქვენ რას უსმენთ ამ მზიან დღეს?
სოფიკო ჩხვიმიანი
Tbilisi, Georgia · 2 days ago
სვანური მითოლოგია
სვანეთი-საქართველოს ისტორიული კუთხე უზარმაზარ მთებთან და კლდეებთან ჰარმონიულად შერწყმული კოშკოვანი სოფლებით,ქართული ხუროთმოძღვრების,ჭედურობისა და მხატვრობის მნიშვნელოვანი ნიმუშებით,მრავალსაუკუნოვანი კულტურით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. სვანეთის ბუნება,კი უდავოდ მომნუსხველია ალპური მდელოებით,კლდეებით, მწვერვალებით,ჩანჩქერებითა და ულამაზესი ალპური ტბებით. ,,მურყვამ"-კოშკი, ,,კოჯარ"-კლდეები, ,,ლახვმიარ"-ტაძრები, ,,ლახვარ"-მთები, ,,ლცარ"-წყლები. ეს ისაა,რასთანაც სვანეთი ასოცირდება. ოქროს საწმისი სამშობლო ამბობენ,რომ არგონავტების მითი სწორედ სვანეთში მოპოვებულ ოქროს უკავშირდება. ოქროს ცხვრის ტყავის დახმარებით მოიპოვებდნენ:ფიცარზე გაჭიმულს მდინარეში აფენდნენ და ისე ამაგრებდნენ,რომ წყალს არ წაეღო,რამდენიმე ხნის შემდეგ ამოიღებდნენ და გასაშრობად გაფენდნენ,გამშრალს კი დაფერთხავდნენ და ოქროს ნამცეცებს გადმოყრიდნენ. ოქროს მოპოვების ამ წესისა და საქართველოს მდინარეებში ოქრონარევი ქვიშის არსებობის შესახებ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაეგონათ,სვანეთი კი იმ დროს,როცა არგონავტებისა და ოქროს საწმისის შესახებ მითი იქმნებოდა კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო.ეს გახლდათ ერთადერთი კუთხე,საიდანაც კოლხეთის სამეფოს ოქრო მიეწოდებოდა. სვანეთში დღესაც დასტურდება ოქროს მოპოვების ხალხური წესი.უხუცესთა ნაამბობში,თქმულებებსა თუ ლეგენდებში ხშირად არის ნახსენები ოქროსთმიანი ღვთაება დალი. დალი-ნადირობის ქალღმერთი სვანურ მითოლოგიაში დალი, სვანურად წარმოითქმის,როგორც ,,დალ"-კლდის ტურფა ქალი,ცხოვრობს მიუვალ კლდეებზე,საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები.მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით.დალი რჩეულ მონადირეს,რომელსაც მინიმუმ 100 ჯიხვი ჰყავდა მოკლული,სიყვარულს უზიარებდა და ნადირობაში ეხმარებოდა,ეს მანამ,სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავდა.კარგ მონადირეზე იტყვიან ,,დალი ჰყავსო".პირობის დამრღვევ მონადირეს დალი არ ინდობს:ზვავს გაატანს ან კლდეზე გადაჩეხს. დალი და ბეთქილი სიყვარულის ისტორია,რომელშიც კარგად ჩანს დალის შურისძიება,ღალატის გამო.მითის მიხედვით მამაცი მეთხვიარი,ანუ მონადირე,ნადირთა ქარღმერთ დალს უყვარდა.მან თავისი ერთგულების ნიშნად,თავისი მძივი უსახსოვრა ვაჟკაცს,მაგრამ ბეთქილმა სიტყვა გატეხა და მძივი,თავის საცოლეს-თამარს ჩამოჰკიდა ყელზე.დალიმ ლხინის დროს თეთრი შუნის სახით გაირბინა,რომელსაც ბეთქილი დაედევნა. კვალმა,იგი შავ კლდეებში-დალის სამფლობელოში მიიყვანა და უეცრად ქალღმერთი დალი გამოცხადებია დაბნეულ ბეთქილს.თავისი ნაჩუქარი მძივი მოუკითხავს,ბეთქილმა იცრუა-სასთუმალქვეშ დამრჩაო,რაზეც დალიმ უპასუხა:როგორც შენ დაგრჩა ჩემი მძივი,დაბრუნებასაც ისეთს მოგცემო.დალიმ ბეთქილი კლდეზე გადაჩეხა. ქამმერდე სვანური მითოლოგია უხვადაა პარანორმალური ისტორიებით სავსე,ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ,,ქამმერდე", იგივე ,,გარეთ მყოფი".სვანურ მითოლოგიაში იგი ერთგვარი ტყის კაცია,რომელიც მხოლოდ მათ დაენახება ხოლმე,ვისაც ცოდვებით აქვს სინდისი სავსე.იგი ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით ბუნებასთან არის შერწყმული,შეუძლია უცებ გაჩნდეს და გაუჩინარდეს,ასევე შეუძლია ვინმეს გამოეცხადოს ახლობელი ადამიანის სახით. სვანეთში ბევრ ამბავს მოისმენთ ,,ქამმერდეს"შესახებ, თუმცა ყველა ისტორია განსხვავდება ერთმანეთისგან,ასევე თითოეულ ისტორიაში ის სხვადასხვა სახით თუ ფორმით ევლინება ადამიანს.ერთ-ერთი მითის თანახმად იგი წმინდა ადგილების დამცველია,რომელთა უმეტესობა ტყეში არსებულ ნიშებზე გადის.მას ასევე მოიხსენიებდნენ ტყის და ნებისმიერი ცოცხალი არსების დამცველად.,,ქამმერდე"უხსოვარი დროიდან არსებობს სვანეთში. რამდენად რეალურია ქამმერდეს არსებობა ამ საკითხთან დაკავშირებით ბ-ნ ერეკლე საღლიანი ძალიან საინტერესო განმარტებას გვთავაზობს: -შექსპირის ერთ-ერთი გმირი,ჰამლეტი რომ ეუბნება ჰორაციოს-"ბევრი რამ ხდება ჰორაციო,ამქვეყანაზე ისეთი,ფილოსოფოსებს სიზმრადაც რომ არ მოელანდებათო,მე ვფიქრობ,რომ სწორედ ასეა.ჩვენ ხილულ სამყაროში ვცხოვრობთ და ყველაფერს იმის მიხედვით ვაფასებთ,რაც ჩვენ თვალთახედვაში ექცევა,მაგრამ დანარჩენი სამყაროს არსებობის შესახებ არაფერი ვიცით.მას მეცნიერებმა ,,პარალელური სამყაროები"უწოდეს. ,,დეცე ლახვრა"-ცის ფანჯარა არსებობს ლეგენდა ,,დეცე ლახვრაზე"ანუ ცის ფანჯარაზე.თითქოს ცა იხსნება და და ანგელოზი გადადის.ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა.თუ ამას ნახავ,სურვილი უნდა ჩაიფიქრო,რომელიც აუცილებლად აგისრულდება.გამოთქმაცაა ჩვენთან ასეთი:დაუჯერებელი რამ,თუ დაგემართება,გეტყვიან- ,,დეცე ლახვრა როქ აჯფეტა",ანუ ცის ფანჯარა გაპობილა შენთვისო. მამისგან მსმენია,რომ მათ წინაპარს, უნახავს ცის გახსნა და უნატრია:,,ივალადეღ ლეწვრი ნარუ ნარ",ანუ არასდროს დაგვჭირვებოდეს სისხლის აღებაო.ეს ნატვრა გამომდინარეობდა იქიდან,რომ ტრადიცია იყო,(დღეს იშვიათად გვხვდება მსგავსი შემთხვევები) სვანეთში სისხლის აღება,შურისძიების გამო,რასაც არაერთი სვანური გვარის გაქრობა მოჰყვა. რამდენად რეალურია ეს ისტორიები რთული სათქმელია,თუმცა ერთი რამ ფაქტია-მითი არის განსაკუთრებული (კოლექტიური)მნიშვნელობის მქონე ტრადიციული ამბავი,რომელშიც საკმაოდ ღრმა აზრია ჩადებული. სვანური მითოლოგია-ქართული მითოლოგიის თავისებური ნაწილია,საინტერესო და საყურადღებო თავისი სიძველით,კოლორიტით, ანგარიშგასაწევი შინაარსებითა და ნიუანსებით,რომელნიც საქართველოს მთიანეთში უფრო ხელშეუხებლად შემორჩა. სვანეთი, კი ის მაგიური ადგილია,სადაც წარმართობა,ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის.#feedcgrant Feedc #მეცნიერება
+4
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
დროა დავემშვიდობოთ ჰაერის დაბინძურებას
😷კორონა ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ადამიანებს მსოფლიო მასშტაბით, მოგვეცა საშუალება გვესიამოვნა სუფთა ჰაერით. მოულოდნელი არ იყო, თუმცა მაინც სამწუხაროა-როგორც კი შემსუბუქდა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები, ჰაერის დაბინძურებამ კვლავ იფეთქა. ბოლო კვლევების თანახმად, ჩინეთში აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ჰაერის დაბინძურების იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა რაც კარანტინამდე იყო, ფილიპინებიც ამ ტენდენციას მიჰყვება. 😷წიაღისეული საწვავის წვის შედეგად დაბინძურებული ჰაერის გამო, მსოფლიოში ყოველწლიურად 4,5 მილიონი ნაადრევი სიკვდილი ფიქსირდება. 2018 წლის რეპორტის თანახმად კი, ჰაერის დაბინძურების საფასური დღეში 8 მილიარდს შეადგენდა, რაც უხეშად რომ ვთქვათ, მსოფლიო შიდა პროდუქტის 3,3 %-ს შეადგენს. ხოლო ჯანმოს მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 91%-ის საცხოვრებელ ადგილას ჰაერის დაბინძურება, დადგენილ სტანდარტზე მაღალია, ანუ ძალინ საშიშია. 😷რაც ყველაზე ცუდი და თან ცხადია, ჰაერის დაბინძურება ასუსტებს ორგანიზმს, რის შედეგადაც იგი უფრო მგრძნობიარე ხდება რესპირატორული დაავადებების მიმართ (მაგ.: კოვიდ-19). იგი ძალიან სარისკოა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, სწორედ ამიტომ არის მათ შემთხვევებში კორონა ვირუსი მომაკვდინებელი. სხვა კვლევამ კი აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებას შეუძლია გაზარდოს კოვიდ-19 -ით გამოწვეული სიკვდილიანობა. 🆘და აქვე, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს მომაკვდინებელი ჰაერის დაბინძურება, ისევ ჩვენთან არის!😷 🌍კორონა ვირუსისგან მიღებული გაკვეთილები კორონავირუსის კრიზისის გამო, მსოფლიო დრამატულად შეიცვალა. პანდემიის შედეგად, ჰაერის დაბინძურების საკითხმა ბევრი ქვეყანის ყურადღება მიიპყრო, რადგან მათ ძალიან დიდი ხნის მანძილზე პირველად იხილეს ლურჯი, სუფთა ცა. ♻️ალბათ ჩნდება კითხვა, როგორ მივაღწიეთ ამას? მთელს მსოფლიოში, ბევრმა ქარხანამ და ინდუსტრიულმა საწარმომ შეწყვიტა მუშაობა პანდემიის გამო, რამაც ბუნებრივად შეამცირა წიაღისეული საწვავის წვა. ზოგიერთ ქვეყანაში კი, როგორიც არის ინდოეთი, უბრალოდ შეამცირეს მუშაობა, რამაც პროპორციულად შეამცირა ჰაერის დაბინძურება. ქუჩები და ტრასები დაცარიელდა ტრანსპორტისაგან, რამაც ასევე ხელი შეუწყო, ჰაერის სისუფთავეს. 🌍სწორედ ამ მსოფლიოში არსებული ყოველდღიური ბიზნეს ოპერაციების დრამატულად გაჩერების შედეგად ჩვენ ვსუნთქავდით სუფთა ჰაერს. ნასას სატელიტით დაფიქსირებული მონაცემები, გვიჩვენებს აზოტის დიოქსიდის (NO2) მნიშვნელოვან ვარდნას კორონა ვირუსის დაფიქსირების შემდეგ. „ეირ ვიზუალ“-ის სპეც. რეპორტიდან აღმოვაჩენთ, რომ წვრილი ნაწილაკები - PM2.5- იც საგრძნობლად დაეცა 10 დიდ ქალაქში. გრინფისის ინდოეთის ანალიზის მიხედვით კი, ამ ქვეყანაში ბოლო 30 წლის მანძილზე პირელად გამოჩნდა ჰიმალაის მთები, კარანტინის გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ.🌲🌳 პანდემიამ ჩვენი აწმყო აქცია ულევი გამოწვევების ხანად და ამავდროულად ბევრი ფასეული გაკვეთილი მოგვცა: • შესაძლებელია მივიღოთ სუფთა ჰაერი, როდესაც მიღებულია სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებები. • ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ლურჯი ცა, თუ გავაუქმებთ წიაღისეული საწვავის წვას ყველა ინდუსტრიასა და სექტორში. • ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე, რომ ინდივიდუალურ დონეზე რაც შეიძლება ნაკლები დაბინძურება გამოვიწვიოთ, მაგ.: ვიმოგზაუროთ ნაკლები, მოკლე დისტანციებზე ვიაროთ ფეხით ან ველოსიპედით, ვიმუშაოთ სახლიდან (თუ ეს შესაძლებელია). ♻️სუფთა ჰაერის სუნთქვა რეალურია ქვეყნების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ შეგვიძლია ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი. ეს კი სულაც არ გულისხმობს ისევ კარანტინში მოქცევას ქვეყნებსა და ქალაქებს, ამისათვის მთავრობების სწორი აქცენტები და გადაწყვეტილებებია საჭირო.🌍 ♻️წარმოგიდგენთ სამ ძირითად ცვლილებას რომელიც დაგვეხმარება სუფთა ჰაერის შენარჩუნებაში, იმ დროს როდესაც თან ეკონომიკის სტიმულაცია უნდა მოხდეს და თან კლიმატის ცვლილებებს უნდა ვებრძოლოთ.♻️ 1️⃣ ფოკუსირება უნდა მოხდეს მწვანე საფარზე გრძელვადიან პერიოდში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, მთავრობის დაფინანსებამ და სტიმულირების ზომებმა არ უნდა შეუწყოს ხელი ისეთი ინდუსტრიების წარმოებას, რომლებიც გამოყოფენ დამაბინძურებლებს. მთავრობის მიერ გაცემული ფინანსური პაკეტები უნდა ასტიმულირებდეს მწვანე საფარის შექმნას. მაგალითად, მათ ხელი უნდა შეუწყონ დამაბინძურებელი ინდუსტრიიდან კადრების გადამზადება/გადაყვანას ეკომეგობრულ ინდუსტრიებში. ✊მთავრობამ ასევე უნდა მოსთხოვოს დამაბინძურებელ სექტორებსა და კომპანიებს დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოშვების შემცირება. ეს ქმედებები ასევე დაეხმარება პარიზის შეთანხმების მიზნის განხორციელებას- გლობალურ დათბობის ლიმიტირებას 1,5 გრადუსის ქვემოთ, რაც ნახშირბადის გამოყოფის შემცირებით, სავსებით რეალურია. 🇩🇪 ამის კარგი მაგალითია გერმანიის განცხადება, რომ ქვეყნისგან კოვიდ 19 შემდგომი ეტაპისთვის დასახმარებლად გამოყოფილი 130 მილიარდი, არ გაიცემა პრემიებად, ბენზინის ან დიზელის მანქანის მყიდველებზე. რაც უფრო მეტი ქვეყანა გამოიყენებს მასტიმულირებელ ბიუჯეტს დაბინძურების წინააღმდეგ, მით უფრო მკვეთრი იქნება ამ ქმედებების პოზიტიური ეფექტი. 2️⃣ ახლანდელი ენერგიის სისტემების რეფორმა განახლებად ენერგიას მინიმუმამდე დაჰყავს ჰაერის დაბინძურება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით წიაღისეული საწვავით მიღებულ ენერგიაზე, რომელიც ამწვავებს ჰაერის დაბინძურებას. მთავრობებმა უნდა გააუქმონ ყველა სამომავლო გეგმა, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მშენებლობისა და მაქსიმალურად გადავიდნენ განახლებადი ენერგიის წარმოებაზე. 3️⃣ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა იყოს „მწვანე“ და ხალხზე მორგებული ტრანსპორტის სისტემა არის კიდევ ერთი და მთავარი ჰაერის დაბინძურების წყარო, რომელიც განსაკუთრებით აბინძურებს ჰაერს ურბანულ ადგილებში. თუმცა ამის გამოსწორებაც შეიძლება, პირველ რიგში მეტი ტროტუარისა და ველო ბილიკების შექმნით. ♻️ასევე შიდა წვის ძრავის მქონე ტრანსპორტის ხმარებიდან ამოღება და ნულოვანი დაბინძურების მქონე, ელექტრო ძრავის ან სხვა ნაკლებად მავნებელი ტრანსპორტით ჩანაცვლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტული და ხელმისაწვდომი საზ. ტრანსპორტის სისტემის დანერგვა, რათა ადამიანებს შეეძლოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც კარანტინმა, ასე ვთქვათ გამოაღვიძა, უკვე მუშაობს ზემოთ ხსენებულ ცვლილებებზე, რათა ნაკლები ზეგავლენა მოახდინონ გლობალურ დათბობაზე და ისუნთქონ სუფთა ჰაერი. 4️⃣ გამკაცრდეს რეგულაციები ჰაერის დაბინძურებაზე ქვეყნებში ჰაერის დაბინძურებაზე გამკაცრებული რეგულაციების შემოღება, ხელს შეუწყობს გლობალურ დონეზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. ✊თუ კი რეგულაციები გამკაცრდება ელექტრო სადგურების, ინდუსტრიული დაწესებულებებისა და ტრანსპორტის მიმართ, ჩვენ მარტივად მივიღებთ გაუმჯობესებულ ჰაერს. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია ჰაერის დაბინძურების სრულად აღმოფხვრა და თუ ჩვენ ამ ძირითადი პრობლემების გადაჭრას მოვახერხებთ, დანარჩენსაც აუცილებლად მივაღწევთ. 👌ასევე აუცილებელია რეალურ დროში ჰაერის მონაცემების დეტალურად შესწავლა და დაწვრილებითი მონაცემების ქონა, ამ შემთხვევაში ხალხი უფრო მეტად ინფორმირებული იქნება და კიდევ უფრო მოწადინებული, გაუარესების შემთხვევაში, გამოასწოროს მდგომარეობა. სამწუხაროდ, ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ამერიკა და სამხრეთ აფრიკა, მანქანებზე და ნახშირზე მომუშავე ელექტრო სადგურებზე, არა მხოლოდ არ გამკაცრებულა არამედ, რეგულაციები საგრძნობლად შემცირებულია. ასეთი მიდგომა კი გააუარესებს ჰაერის დაბინძურებას და უფრო მეტი ხალხის სიცოცხლეს მოაქცევს რისკ ქვეშ. ბევრი ექსპერტი ამბობს, თუ მსოფლიო დაიწყებს სიმწვანის სტიმულირებას ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჰაერს, არამედ იძლევა უზარმაზარ პოტენციალს გადააქციოს დედამიწა მცირე ნახშირის მომხმარებელ საზოგადოებად. ბევრ ჩვენგანს აქვს იმედი რომ ჰაერი გაუმჯობესდება, ამასობაში კი ყველაფერი უნდა ვქნათ რომ ჰაერის დონე არ დაუბრუნდეს პრე-პანდემიის მაჩვენებელს. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგოდ მიღებულმა ზომებმა გვაჩვენა რომ შეგვიძლია რეალურად ჯანსაღ და მწვანე გარემოში ცხოვრება, ახლა კი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული.
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ფრანც კაფკას ,,მეტამორფოზა'' ლევან ბერძენიშვილის განხილვა
„გარდასახვა“, გნებავთ, „მეტამორფოზა“ ფრანც კაფკამ 1912 წელს დაწერა, ის 1915 წელს გამოქვეყნდა. საინტერესოა, რომ 1919 წელს „გარდასახვა“ ხელახლა გამოიცა, რაც კაფკას შემთხვევაში იშვიათი ამბავია. მოთხრობა იმ პერიოდში იწერება, როდესაც საცოლესთან განშორების გამო, კაფკას ოჯახში სიტუაცია გაურთულდა. „თქვენ ყველანი უცხო ხართ ჩემთვის“, - სწერს კაფკა დედამისს, - „ჩვენ შორის მხოლოდ სისხლით ნათესაობაა, მაგრამ ის არაფერში ვლინდება“. საცოლის მამისადმი მიწერილ წერილში კი ნათქვამია: „რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო ჩემს მდგომარეობაზე, მე დამღუპავს, მომკლავს სამსახური, თან დამღუპავს ძალიან მალე“. ორივე ეს მოტივი, ოჯახში გაუცხოება და „დაღუპვა სამსახურის გამო“, ბრწყინვალედ არის გამოვლენილი „გარდასახვაში“. სიუჟეტის ფანტასტიკურობის მიუხედავად, მოთხრობაში წარმოდგენილია დაუნდობელი, ფიზიოლოგიურად ძალიან ზუსტი აღწერა დეტალებისა. გრეგორი ზამზას ტანჯვის სურათი ერწყმის ოჯახის პანიკურ მცდელობას გაექცეს საშინელ მწერად გადაქცეულ შვილს, ძმას... ერთად, ეს ყველაფერი საოცრად დრამატული ძალის ეფექტს ქმნის. ვითარება იმდენად დრამატულია, დაძაბულობა ისე ფანტასმაგორიულად არის გაზრდილი, რომ ყავადანიდან ნოხზე დაქცეული ყავა ჩანჩქერის სიდიდეს იძენს. ამ მოთხრობაში მასშტაბების ასეთი ცვლილება უზარმაზარი მნიშვნელობისაა, რადგან გმირთან ერთად, გარდასახვას განიცდის მთელი მისი გარემომცველი სამყარო. არა მხოლოდ გრეგორი ზამზა გადაიქცა მწერად, არამედ მისმა ოთახმაც, მისმა ნათესავებმაც და ახლობლებმაც განიცადეს მეტამორფოზა. ის ვიწრო ადგილი, დივნის ქვეშ, ახლა გრეგორისთვის საუკეთესო სივრცეა თავის შესაფარებლად, რადგან ოთახი, რომელშიც მრავალი წელი გაატარა, თავისი ზომებით უკვე აშფოთებს ზამზას. ფანჯარა და ფანჯრის მიღმა სამყარო, რაც მის ოთახში ახლა თავისუფლების ერთადერთი წერტილია, უდაბნოდ იქცა - რუხი ცა და მიწა ერთმანეთსაა შერწყმული. ნაწარმოების გმირი, გრეგორ ზამზა, ღარიბი ოჯახის შვილია. ამ ოჯახს ხაზგასმით მატერიალისტური მოთხოვნები აქვს, რადგან მამა გაკოტრდა და გრეგორი მშობლის ერთ-ერთ კრედიტორს დაუდგა სამსახურში, კომივოიაჟერი გახდა - ნაჭრებით ვაჭრობს. მთელი ოჯახი: გაკოტრებული, უმუშევარი მამა, ასთმით დაავადებული დედა, უმცროსი და, მატერიალურად, მთლიანად გრეგორზე არიან დამოკიდებული. სამსახურის გამო, გრეგორი მუდმივად გზაშია, თუმცა: „ერთ დილას, არეული სიზმრის შემდეგ გაღვიძებულმა გრეგორ ზამზამ აღმოაჩინა, რომ საზარელ მწერად გადაქცეულიყო. იწვა თავის საწოლში, ჯავშანივით მაგარ ზურგზე და თავის წამოწევისას ხედავდა ყავისფერ, თაღოვან, რკალებად დაქერცლილ მუცელს, რომლიდანაც საბანი იატაკისკენ მისრიალებდა. უამრავი, ტანის ზომასთან შედარებით უსაშველოდ წვრილი ფეხი უმწეოდ წრიალებდა მის თვალწინ. „რა დამემართა?“- ფიქრობდა გრეგორი. ეს არ იყო სიზმარი“. ეს არ იყო სიზმარი, ეს კეთილი, ფაქიზი, ოჯახისთვის, სხვებისთვის თავდადებული ადამიანის მწერად გადაქცევის დასაწყისი იყო. კაფკა დეტალურად აღწერს გრეგორის ტანის ახალ აგებულებას, მის განცდილ უხერხულობებს და ახალ სიტკბოს, ახალ სიამოვნებებს, ახალ გემოვნებას. ზამზას ახალ გარსში ადამიანობის დაკარგვის პროცესი მიმდინარეობს, ჯერ მეტყველების უნარს კარგავს, შემდეგ სულიერ თვისებებს, რომლითაც, ადამიანად ყოფნის დროს ამაყობდა. მიუხედავად ამისა, ამ ახალ, შემაშფოთებელ და ამაზრზენ გარსში იგი უფრო რჩება ადამიანად, ვიდრე გარსის შეუცვლელი მისი ოჯახის წევრები. დიახ, მათ საშინელი უბედურება დაატყდათ თავს, ოჯახის წევრი მწერად ექცათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამაოგნებელია ზამზას ოჯახის რეაქცია გრეგორის გარდაქმნაზე. კაფკა გვიხატავს ადამიანებს, რომლებიც არაფრით და არაფერში არანაირ მცდელობას არ ავლენენ, რომ რამენაირად შეებრძოლონ იმ ზიზღს, რაც საკუთარი სისხლისა და ხორცის მიმართ გაუჩნდათ. ერთი სიტყვით, არ ჩანს ადამიანობის არავითარი ნიშანწყალი იმ ადამიანის მიმართ, ვინც საკუთარი თავი, ახალგაზრდობა, ოჯახისთვის გადადო. მეტიც, მთელი ოჯახი იმაზე იწყებს ზრუნვას, თუ რით უზრუნველყონ საკუთარი ცხოვრება და რაც მთავარია, დამალონ ოჯახური საიდუმლოება. გრეგორ ზამზა იყო შვილი, იყო ძმა, მაგრამ ახლა საიდუმლოა! თანაც, როგორც კი ოჯახი კარგავს იმედს, რომ გრეგორი ადამიანად გარდაიქმნება, მის მიმართ იზრდება მამის სიძულვილი. მამას უჩნდება წარმოუდგენელი ზიზღი საკუთარი შვილის მიმართ და ერთ-ერთ ეპიზოდში, მამა გრეგორს წითელ ვაშლებს დაუშენს... ერთი ვაშლი, რომელიც მწერის წინააღმდეგ ბრძოლაში საშინელი იარაღია, გრეგორს სხეულში გაეჭედება, რაც გახდება კიდეც საბოლოოდ მისი სიკვდილის მიზეზი. გრეგორ ზამზას სიკვდილი ოჯახისთვის ტრაგედია კი არა, თავისუფლებაა! ამ მომენტისთვის მისი ოჯახი აყვავდა - შემოსავლის წყარო გაუჩნდათ, შეუძლიათ შეიცვალონ ბინა და ა.შ. და, აი, ბოლო სცენაც, როდესაც ყველანი ერთად, ტრამვაით მიდიან ქალაქგარეთ, სასეირნოდ, ახალი ცხოვრების დასაგეგმად... ირკვევა, რომ გრეგორ ზამზა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ოჯახს შესწირა, უბრალო ტვირთი იყო, რომლის მოშორების შემდეგაც, ოჯახის ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო და უკეთესი გახდა. არ შეიძლება არ გავიხსენოთ ვლადიმირ ნაბოკოვის შესანიშნავი კომენტარი, რომელიც აღფრთოვანებული იყო კაფკათი და ამბობდა, რომ მასთან შედარებით თომას მანი და რილკე სათამაშოები არიან... აი, ნაბოკოვმა ასეთი რამ თქვა - გრეგორი ამ ოჯახის სული იყო, გრეგორთან ერთად, სწორედ ეს სული მოკვდა, სულის სიკვდილის შემდეგ კი ოჯახის ცხოველური ნაწილი აყვავდა. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი უბრწყინვალესი შეფასება, რითაც ვიგებთ, რომ ოჯახი, გრეგორთან ერთად, სულიერი არსება იყო, მისი სიკვდილის შემდეგ კი, ოჯახს მხოლოდ ხორციელი ნაწილი შერჩა. აი ეს ხორცი აყვავდა, მანამდე ალბათ სული, თავდადება, სიყვარული უშლიდა ხელს... ამ მოთხრობაში ერთმანეთს სამი სამყარო უპირისპირდება: გარე სამყარო - საქმიანი, რომელშიც გრეგორს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ უწევს ცხოვრება. მას ძალიან უნდა, რომ უფროსს პირში მიახალოს სათქმელი, მაგრამ ოჯახისადმი თავდადება ყველაფრის ატანას აიძულებს; ოჯახის სამყარო - ზამზას ბინის სივრცით შემოფარგლული სამყარო, ოჯახი, რომელიც ცდილობს ნორმალურობის შესახედაობა მაინც შეინარჩუნოს; გრეგორ ზამზას სამყარო... პირველი ორი სამყარო საშინლად მტრულად ეპყრობა ზამზას სამყაროს, რომელიც ნაწარმოების ცენტრალური სამყაროა. ეს ყველაფერი კი მატერიალიზებული კოშმარის კანონითაა აგებული. ამ მოთხრობაში გამოყენებულია ერთი უძველესი ხერხი, რომელსაც ჯერ კიდევ არისტოფანე იყენებდა. ამ ხერხს ჰქვია - მეტაფორის რეალიზაცია. მაგალითად, შეიძლება მეტაფორულად ითქვას, რომ ადამიანი მწერია, მაგრამ არ იგულისხმებოდეს, რომ ის რეალურად არის მწერი. ჩვენი ნაწარმოების შემთხვევაში, ისე, როგორც არისტოფანეს კომედიებში, მეტაფორული ნათქვამი რეალობად იქცევა, ანუ, მეტაფორის რეალიზაცია ხდება. მეტაფორის რეალიზაცია ხდება როგორც ამ, ასევე კაფკას სხვა ნაწარმოებში („პროცესი“). მოცემულ კოშმარს, ავტორი ნათელი ტექსტით, მკაცრი, ზუსტი ინტონაციებით აღწერს, რაც კოშმარულ შინაარსთან მიმართებაში საოცარ კონტრასტს ქმნის. მარტივად რომ ვთქვათ, შინაარსი არის აღუწერელი, მაგრამ აღიწერება ზუსტი, ნათელი, გასაგები ენით. კაფკას მკვეთრი, ვიტყოდი, წერის შავ-თეთრი მანერა, არსადაა პოეზიით გაფერადებული, არ არის მეტაფორები, შედარებები, სიტყვების თამაში... ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მეტაფორებით ბევრს აღუწერია კოშმარი, კაფკა იყო პირველი, ვინც კოშმარი ისე აღწერა, როგორც რეალობა - კოშმარი არ არის კოშმარი, ეს არის სინამდვილე! ამაში, მის ენაშია კაფკას საშინელი ძალა, ენაში, რომელიც გამჭვირვალეა და სწორედ ეს გამჭვირვალე ენა უსვამს ხაზს პირქუში ფანტაზიის საშინელ სიმდიდრეს. „გარდასახვა“ ის ნაწარმოებია, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა საფრთხეშია, რა ემუქრება ადამიანს, რომელიც სხვებისთვის ყველაფერს აკეთებს, ეს სხვები კი ზიზღით, სიძულვილით, არაფრად ჩაგდებით, მწერად, უმწეო არსებად გადააქცევენ, მისი სიკვდილით კი ახალი სიცოცხლის წყაროს იძენენ. საზოგადოება ებრძვის ყველაფერ იდეალურს, სწორედ ამიტომ ისჯება გრეგორ ზამზა - იდეალური ადამიანი.
Elysium Fields
Tbilisi, Georgia · 1 week ago
სამყარო ეგვიპტელების წარმოდგენით
ეგვიპტელთა წარმოდგენით ცა იყო 4 სვეტზე დაყრდნობილი სახურავი და ამ სახურავზე ღმერთები ცხოვრობდნენ,სხვა ვერსიით კი -უნაპირო ზღვა,რომელშიაც მზის ღმერთი ამონ-რა ციური ნავით დაცურავდა.ფანტაზია ცას ხატავდა ხან ქალღმერთ ნუტის სახით,რომელიც ხელ-ფეხით მიწას ეყრდნობა და მუცელზე ვარსკვლავები ჰქონდა განლაგებული ,ან კიდევ ძროხად,რომლის მუცელსაც მნათობები ამკობდნენ,ხანაც ხედ,რომლის ტოტებზეც ღმერთები სხედან,გარშემო ტყეა;ერთი ვერსიით ცა ბუმბერაზი შევარდენია,ღვთაებრივი ღონით აღჭურვილი რომ მიჰქრის დედამიწის ზემოთ და თვალებად მზე და მთვარე ასხია.#მითოლოგია #ეგვიპტურიმითოლოგია #საინტერესო
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi, Georgia · 3 months ago
დაწყევლილი ნახატები
შეიძლება თუ არა ბნელი და იდუმალი ძალების არსებობა მხატვრების ნამუშევრებში? „ჩემს ორ მეგობართან ერთად ბილიკს მივუყვებოდი,მზე ჩადიოდა,უეცრად ცა სისხლისფრად აელვარდა,ლურჯსა და შავ ფერებში გახვეული ფიორი და ქალაქი სისხლის ალში გახვეულიყო,და შევიგრძენი ბუნების უსასრულო კივილი“ -ედუარდ მუნკი 1892 წელი მუნკის ნახატებში იგრძნობოდა გარკვეული განცდა სიკვდილის მოახლოების,ეს არის არაჩვეულებრივი მღელვარება - ექსპრესიულობა,რაც მუნკის ხელოვნებისთვის არის დამახასიათებელი. საინტერესოა ლეგენდები და იდუმალი მოვლენები რომლებიც ნახატს უკავშირდება,მისი ფასი 70 მილიონ დოლარს შეადგენდა და ის ბევრი კოლექციონერის ოცნება იყო,თუმცა ამასთან ერთად არსებობდა ერთი გარემოება,ამბობდნენ რომ ეს ნახატი შურისმაძიებელი იყო. მაგალითად მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომელი,რომელსაც სურათი შემთხვევით დაუვარდა,რის შემდეგაც თავის ტკივილით იქამდე იტანჯებოდა,ვიდრე სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაასრულა. ცოტახნის შემდეგ ისევ იგივე შემთხვევა მოხდა, მუზეუმის თანამშრომელს სურათი შემთხვევით დაუვარდა და რამდენიმე დღეში საშინელი ავარიის შედეგად რეანიმაციაში მოხვდა. მუზეუმის დამთვალიერებელი,რომელიც ნახატს ხელით შეეხო ძალიან მალე ხანძარში დაიღუპა. კივილის ამგვარ ზემოქმედებას მისტიკის მოყვარულები მხატვრის მძიმე და სტრესებით სავსე ცხოვრებას უკავშირებენ. მუნკი ხუთი წლის იყო როდესაც დედა ტუბერკულიოზით გარდაეცვალა,და მოულოცნელად დაეღუპა როდესაც ის თოთხმეტი წლის იყო,მას მალევე ძმა და კიდევ ერთი შიზოფრენიით დაავადებული და გარდაეცვალა,თვად მხატვარი კი დეპრესიით იტანჯებოდა. კიდევ ერთი იდუმალებით მოცული ნამუშევარი ესპანელ მხატვარ ჯოვანი ბრაგონის ეკუთვნის,მას სურდა დაეხატა მტირალა ბიჭუნა და ამისათვის მან საკუთარი შვილი დაიხმარა. მხატვარს რეალისტური სურათის შექმნა სურდა,ბიჭს კი ძალით ტირილი არ შეეძლო, მხატვარმა იცოდა,რომ მის შვილს პანიკურად ეშინოდა ცეცხლის,ამიტომ ჯოვანი ბავშვს საესთან ახლოს ცეცხლს უნთებდა,მანამ სანამ ბავშვს ტირილამდე არ მიიყვანდა,მხატვრისთვის ხელოვნება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა,ვიდრე საკუთარი შვილის ნერვები,ეს ყველაფერი ტილოს დასრულებამდე გაგრძელდა,ერთხელ ისტერიკამდე მისულმა ბიჭუნამ ვეღარ მოითბინა და იყვირა - „თავადაც დამწვარხარ“. ორი კვირის შემდეგ ბიჭუნა პნევმონიით გარდაიცვალა,მამა კი საკუთარ სახლში გაჩენილი ცეცხლის დროს დაიღუპა... ნახატი გადარჩა... ეს ამ სურათის ირგვლივ მომხდარი მისტიური მოვლენების მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა... ინგლისში,1985 წელს ნახატის ირგვლივ ძალიან ბევრი ჭორი ტრიალებდა,თითქმის აღარავის სჯეროდა დამთხვევების,ინგლისში,ყველა სახლში სადაც „მტირალა ბიჭუნა“ ს რეპროდუქციები ჰქონდათ,ყველა სახლში ხანძარი ჩნდებოდა... იყო მსხვერპლიც... ზოგიერთი იხსენებდა რომ მათი საკუთრებიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნახატი გადარჩა,რომელზეც გამოსახული იყო მტირალა ბიჭი,ამას უბრალო და სულელურ დამთხვევად ჩათვლიდნენ,რომ არა ის ფაქტი რომ ნახატის ირგვლივ ყველაფერი ნადგურდებოდა,ნახატი კი დაუზიანებელი რჩებოდა,მალე მისი შეძენა საერთოდ აიკრძალა,ორიგინალი კი დღემდე დაკარგულად ითვლება... ბილ სტოუნჰემის ნახატი „ხელები მას ეწინააღმდეგება“ ასევე დაწყევლილ ნახატად ითვლება,სურეალისტი მხატვარი 1941 წელს ბოსტონში დაიბადა,ის ჩვეულებრივი მხატვარი იქნებოდა,რომ არა მისი ერთი ნახატი,მხატვარმა ის 1972 წელსდახატა ძველი ფოტოს მიხედვით დახატა,რომელზეც თითონ თავის პატარა დასთან ერთად მშობლიურ სახლთან დგას,იგი უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდებოდა და დაუცველობის შეგრძნებაც ყოველთვის თან ახლდა,ნახატზე ბიჭი გაურკვეველი სახის ნაკვთებით და თოჯინა ცოცხალი გოგოს სიმაღლით თითქოსდა გაიყინენ მინის კართან,რომელსაც შიგნით პატარა ბავშვის ნათითურები ეტყობა,სურათს უამრავი შემზარავი ისტორია უკავშირდება,პირველად ნახატი „ლოს ანჯელეს თაიმსის“ დირექტორმა და ხელოვნების დიდმა მოყვარულმა ნახა,რომელიც მალე დაიღუპა,ამის შემდეგ ნახატი შეიძინა ამერიკელმა მსახიობმა ჯონ მარლიმ,რომელიც ცოტახანში ასევე დაიღუპა,სწორედ აქედან იწყება მითები... დიდი ხნის განმავლობაში ნახატი დაკარგულად ითვლებოდა,მაგრამ შემდეგ ის ნაგავსაყრელზე იპოვეს,ოჯახმა რომელმაც ის იპოვა ნახატი სახლში მიიიტანა და შვილის ოთახში დაკიდა,პირველივე ღამეს გოგონა ტირილით მივიდა მშობლებთან და შესჩივლა,რომ ნახატზე ბავშვები ჩხუბობდნენ და ადგილმდებარეობას იცვლიდნენ,ოთახში კამერა დააყენეს რომელიც მოძრაობაზე რეაგირებდა,იგი ღამე რამდენიმეჯერ ამოქმედდა... ფაქტია რომ ნახატები გარკვეულ ენერგეტიკას ატარებენ და ადამიანის ფსიქიკაზეც ზემოქმედებენ,შეგიძლიათ დაიჯეროთ ზემოთ მოცემული ფაქტები,შეგიძლიათ არა,მაგრამ როგორც იტყვიან „ერთხელ შემთხვევაა,ორჯერ დამთხვევა,ხოლო მესამეჯერ უკვე კანონზომიერება“ #art #events #photo #sport #funny #crypto #business #design #food #religion #opinion #news #politics #goodplaces #gaming
Keso Bigvava
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ვინსენტ ვან გოგი
ყველასთვის ცნობილია სახელი ვინსენტ ვან გოგი და ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ამ პოსტ იმპრესიონისტი ჰოლანდიელი მხატვრის მზესუმზირების ნახატს მაინც არ იცნობდეს. 1. ალბათ ბევრმა არ იცით, რომ მხატვარს ვინსენტი თავისი ბაბუისა და ერთი წლის ძმის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ვან გოგის დაბადებამდე გარდაიცვალა. 2. სანამ ვან გოგი საკუთარ ცხოვრებას საბოლოოდ დაუკავშირებდა მხატვრობას, მას არაერთი პროფესიის მორგება მოუწია. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ბიძამ მას ნახატების გამყიდველად დააწყებინა მუშაობა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მასწავლებლადაც მუშაობდა ინგლისში, შემდეგ კი წიგნების მაღაზიაში ჰოლანდიაში. მამის მსგავსად, ვინსენტსაც სურდა სასულიერო პირი გამოსულიყო და 1878 წელს ბორინაჟში, ბელგიაში დასახლდა, სადაც სასულიერო პირი გახდა, თუმცა, მალევე აუცრუვდა გული რელიგიური მოღვაწის კარიერაზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვინსენტმა ხატვა პირველად 27 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ბელგიაში მაღაროელთა შორის ცხოვრობდა. სწორედ იქ შექმნა მან თავისი პირველი ნამუშევრები, რომლებშიც უბრალო ადამიანებს, ხელოსნებს, გლეხებს, მეთევზეებს, მათ საქმიანობასა და ყოფას ასახავდა. 3. აღსანიშნავია, რომ მისი ძმა თეო, რომელიც ასევე ნახატებით მოვაჭრე იყო, მთელი ცხოვრების მანძილზე ფინანსურად და მორალურად ეხმარებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვან გოგმა მხატვრობას მიჰყო ხელი. 4. როგორც ყველა შემოქმედს, ვან გოგსაც ჰყავდა საყვარელი მხატვარი, რომლის ნამუშევრებითაც ის საზრდოობდა. იგი ჟან ფრანსუა მილეს გლეხური ფერწერის დიდი თაყვანისმცემელი იყო, რაც ვინსენტის ნახატებშიც ჩანს, თუმცა, 1886 წელს პარიზში დასახლების შემდეგ, მის ნამუშევრებზე დიდი გავლენა იქონია იმპრესიონისტებისა და ნეოიმპრესიონისტების ნახატებმა, რის შემდეგაც მის შემოქმედებაში შედარებით მსუბუქი და ნათელი ფერები გაჩნდა. 5. ვან გოგმა 10 წლის მანძილზე დაახლოებით, 900 ნახატი და 1,100 ქაღალდზე შესრულებული ნამუშევარი დაგვიტოვა, რაც, უხეშად რომ თქვათ, იმას ნიშნავს, რომ ის კვირაში საშუალოდ 2 ნახატს ქმნიდა. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გადმოცემის თანახმად, მან თავის სიცოცხლეში მხოლოდ 2 ნახატის გაყიდვა შეძლო მათ შორის მისი ცნობილი ნამუშევარი "წითელი ვენახები არლში" მისი მეგობარი მხატვრის ეჟენ ბოშის დამ, 400 ფრანკად 1890 წელს შეიძინა. მხატვარმა და მისმა შედევრებმა აღიარება მხოლოდ ვინსენტის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა. 6. ალბათ ყველას გსმენიათ ვან გოგის ყურის ბიბილოს მოჭრის უცნაური ისტორიის შესახებ. გადმოცემის თანახმად, მან ყურის ნაწილი თავის მეგობარ მხატვარ პოლ გოგენთან კამათის შემდეგ სამართებლით მოიჭრა, ასანთის კოლოფში შეფუთა და მეგობარ მეძავ ქალს უსახსოვრა. თუმცა, ამ ისტორიას აქვს მეორე მხარეც, გერმანელი აკადემიკოსების მიერ 2009 წელს გამოცემულ წიგნში წერია, რომ ვინსენტს ყურის ბიბილო კარგმა მოფარიკავე გოგენმა კამათის დროს ხმლით მოაჭრა და გაიქცა. ამავე წიგნის მიხედვით, ვან გოგს, რომელსაც არ სურდა მეგობრობის გაფუჭება, სიმართლე დამალა და ამით მეგობარი ციხეში ჩაჯდომას აარიდა. 7. ვან გოგმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატში "ვარსკვლავიანი ღამე" , რომელიც 1987 წელს ავსტრალიელმა მეწარმემ იმ დროისათვის რეკორდულ ფასად, 53.9 მილიონ დოლადარად შეიძინა, გაუცნობიერებლად აღბეჭდა პლანეტა ვენერა. 1985 წელს ისტორიკოსმა ალბერტ ბოიმემ პლანეტარიუმის საშუალებით შეძლო აღედგინა, თუ როგორ გამოიყურებოდა ღამის ცა 1889 წლის 19 ივნიის, როდესაც ეს ნახატი შეიქმნა. მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ ისტორიკოსმა დაადგინა, ვან გოგის განთიადის ვარსკვლავი სინამდვილეში პლანეტა ვენერა ყოფილა, რომლის დანახვა ყველაზე კარგად დაისის შემდეგ, ან განთიადის წინ შეიძლება. მის მოსაზრებას ასტრონომების დიდი ნაწილიც დაეთანხმა. ნახატზე ვან გოგმა ქალაქ სენ-რემი-დე-პროვანსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისას ფანჯრიდან დანახული ხედი ასახა, რომელზეც ის საკუთარ ძმას წერილში წერს : "ამ დილას ჩემი ფანჯრიდან დავინახე სამყარო, მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ცაზე გამოსახული იყო ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც ძალიან დიდად მოჩანდა". 8. ვან გოგი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ეს არის ქრონიკულ-ნეიროლოგიური მდგომარეობა, რომელსაც პერიოდული კრუნჩხვები და შემოტევები ახასიათებს. მას ასევე დაუდგინდა ჰიპერგრაფია, აკვიატებული მიდრეკილება ინტენსიური წერისადმი, რაც ვინსენტის შემთხვევაში დაუოკებელი და ხშირი ხატვის სურვლით გამოვლინდა. 9. ვან გოგის სიკვდილი დიდხანს იყო ბურუსით მოცული. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ხელოვანმა სიცოცხლე პურის ყანაში ხატვისას თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, მოგვიანებით მხატვრის სიკვდილის შესახებ ალტერნატიული თეორიებიც გაჩნდა. ერთ-ერთ ვერსიაზე დაყრდნობით, 1890 წელს ის ორმა ბიჭუნამ შემთხვევით, იარაღით დაჭრა. დაშავებული მხატვარი სახლამდე მისულა და იქ 2 დღის შემდეგ გარდაცვლილა. ვან გოგის ბიოგრაფების აზრით, მან ხელი დააფარა ბიჭუნას, რომელსაც იარაღი შემთხვევით გაუვარდა, როდესაც თავის ძმას იარაღის სროლას ასწავლიდა. მოსაზრებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ იარაღი, რომლითაც ვან გოგმა თავი მოიკლა, შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვეს. ეს იყო მხატვრის კიდევ ერთი კეთილშობილური საქციელი, როდესაც მან დამნაშავე არ ამიხლა და თვითონ დაიბრალა მომხდარი. მისი ძმის თეოს, გადმოცემით, დიდი გენიოსის უკანასკნელი სიტყვები სიკვდილის სარეცელზე იყო: "მწუხარება უსასრულობამდე გაგრძელდება." #ვანგოგი#ხელოვნებაათავადუკვადევება
+4