http://pirveliradio.ge/?newsid=142923
კოკა ყანდიაშვილი არაერთხელ მინახავს პარტიის ოფისში, საარჩევნო პერიოდშიც. ხელფასს იღებდა, ფორმალურად იყო თუ გაფორმებული, ეს არ ვიცი, ეს ფინანსურ სამსახურს და აღმასრულებელ სამდივნოს ეცოდინება, მაგრამ პარტიულ საქმიანობაში რომ მონაწილეობდა, ამას ვხედავდი - ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომელმაც თქვა რომ კოკა ყანდიაშვილის ოფიციალური კავშირი , , ქართულ ოცნებასთან" არსად ფიქსირდება. ცქიტიშვილი ამბობს, რომ მდინარაძის განცხადების უკვირს, რადგან ყანდიაშვილი პარტიის ოფისში არაერთხელ უნახავს.
„ცოტა მიკვირს. არ ვიცი, კოკა ყანდიაშვილი ფორმალურად იყო გაფორმებული და ხელფასს იღებდა თუ არა „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ მე არაერთხელ მინახავს ის და სხვათაშორის 2014 წლიდან, მანამდე ისე აქტიურად არ ვიყავი ჩართული. არ ვიცი ზუსტად რა ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ პარტიის პიარსამსახურში იყო ჩართული მედიის მონიტორინგის კუთხით. ინფორმაცია რა ვრცელდება და ზოგადად უმრავლესობის წევრების უზრუნველყოფა საინფორმაციო ნაკადებით, რა ხდება და ძირითადი აქცენტები - საკმაოდ საინტერესო, ლეგიტიმური საქმიანობა იყო. რამდენადაც ვიცი ამით იყო დაკავებული, არაერთხელ მინახავს ის პარტიის ოფისში, საარჩევნო პერიოდშიც. ხელფასს იღებდა, ფორმალურად იყო თუ გაფორმებული, ეს არ ვიცი, ეს ფინანსურ სამსახურს და აღმასრულებელ სამდივნოს ეცოდინება, მაგრამ პარტიულ საქმიანობაში რომ მონაწილეობდა, ამას ვხედავდი. რაც მახსოვს, 2016 წელს ვხედავდი საარჩევნო კამპანიის დროს, ძირითადად პარტიის ოფისში ვიყავი მაშინ, მე პირადად გადაკვეთა მასთან არ მქონია, მე საერთაშორისო კუთხით ვიყავი, მაგრამ 2015, 2016, 2017, 2018 წლებში მახსოვს, 2019 წელს უფრო საპარლამენტო კუთხით ვიყავი გადართული და არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე, “ - აცხადებს ცქიტიშვილი , , ინტერპრესთან" საუბარში.