„საქართველოს მატიანე“ - თემქის სტოუნჰენჯად წოდებული უნიკალური მონუმენტი

0
„საქართველოს მატიანე” - ასე ეწოდება მონუმენტს, რომელიც თემქაზე, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ყეენის მთაზე მდებარეობს. ძეგლი 1980 წელს შეიქმნა და მისი ავტორი ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია. როგორც ამბობენ, , , საქართველოს ისტორიის" კომპლექსის ადგილზე ადრე იოსებ სტალინის 100 მეტრიანი ძეგლის დადგმას აპირებდნენ, თუმცა საბოლოოდ აქ საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი უზარმაზარი კომპლექსი აღიმართა. მონუმენტს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მინი-მაკეტი. აქ შეხვდე კთ იმ ადამიანთა მონუმენტებს , რომლებმაც განუზომლად დიდი როლი ითამაშეს საქართველოს განვითარების საქმეში. ესენია: თამარ მეფე , ილია ჭავჭავაძე , აკაკი წერეთელი და სხვა. მონუმენტებს შორის მოთავსებულია ქვები, რომლებზეც სხვადასხვა ისტორიული მოვლენაა ასახული: , , შუშანიკის წამება”, „გუთნის დედა“ , „ წმინდა ნინოს ცხოვრება” ... ბრინჯაოსა და ქვაში შესრულებულია უფალთან დაკავშირებული დიდი დღეებისა (ბზობა, საიდუმლო სერობა, აღდგომა, ხარება, სულთმოფენობა, ფერიცვალება) და ქრისტეს ცხოვრების ამსახველი რელიეფები. აქვეა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მოქმედი ეკლესიაც. „საქართველოს მატიანე“ მნახველების დიდ აღფრთოვანებას იწვევს და მას ხშირად თემქის სტოუნჰენჯსაც უწოდებენ.
0