ვინ და რატომ იღებს სახელმწიფო კომპენსაციას – ყოფილი მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტარები

0
საქართველოს კანონი – სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, რომელიც პარლამენტმა 2005 წლის 27 დეკემბერს მიიღო, ითვალისწინებს სახელმწიფო კომპენსაციებს სხვადასხვა სფეროს საჯარო მოხელეთა მიმართ. ვის და რა შემთხვევაში ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია, ამის შესახებ ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 1. გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო. გენერალური აუდიტორის ან გენერალური აუდიტორის მოადგილის გარდაცვალების შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო ენიშნებათ მათი ოჯახის წევრებს. 2. საქართველოს პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრებს (ყოფილ წევრებს) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო. ხოლო პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრების (ყოფილი წევრების) გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს მარჩენალის გარდაცვალების გამო. პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაციის ოდენობა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედია. 3. პარლამენტის აპარატის მოხელეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პარლამენტის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი. 4. პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო. ხოლო პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკების გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს მარჩენალის გარდაცვალების გამო. 5. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის გამო. ხოლო საერთო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს მარჩენალის გარდაცვალების გამო. 6. სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო. 7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს (ყოფილ წევრებს) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის გამო. ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს მარჩენალის გარდაცვალების გამო. 8. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია. 9. პირებს, რომელთაც ეკავათ მაღალი პოლიტიკური თანმდებობები სახელმწიფო კომპენსაცია გახლავთ პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა, კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.
0