რატომ არის მნიშვნელოვანი ხელების დაბანა?

0
ხელების დაბანა COVID-19-ისგან თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გავრცელების ერთ-ერთი წყარო ზედაპირებია, მაგალითად, კარის სახელურები, მოაჯირები და სხვა საზიარო ნივთები. თუ ზედაპირები ინფიცირებული ადამიანის გამოყოფილი წვეთებითაა დაბინძურებული, მათზე შეხებითა და შემდეგ ხელის თვალებთან, ?პირთან ?და ცხვირთან?? მიტანით ჩვენ ვირუსს ორგანიზმში მოხვედრის საშუალებას ვაძლევთ. რადგანაც ადამიანი 1 საათის განმავლობაში დაახლოებით 16-ჯერ იკიდებს სახეზე ხელს, ამ გზით ინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია. ❗️აქედან გამომდინარე, დღეს, პანდემიის პირობებში, ხელების ხშირი და სწორი დაბანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
#news
#opinion
#stopcovid19
#coronavirus
#washyourhands
#stayathome
#health
#forhealth
Tbilisi
0