იცოდით რომ ფრჩხილის ფერის თუ სტრუქტურის ცვლილება თქვენს ჯანმრთელობაზე ბევრ რამეს გვეუბნება?
1. ფერმრკთალი ფრჩხილები - მისი მიზეზი შეიძლება იყოს ანემია, შეგუბებითი გულის უკმარისობა, ღვიძლის დარღვევები, ცუდი კვება.
2. თეთრი ფრჩხილები - თუ მას შედარებით მუქი რგოლებიც ახლავს თან ეს ღვიძლის დაავადებებზე მიგვითითებს.
3. ყვითელი ფრჩხილები - მთავარი მიზეზია სოკოვანი ინფექცია. იშვიათ შემთხვევებში მისი მიზეზი შეიძლება იყოს დიაბეტი, ფილტვებისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ფსორიაზი.
4. მოლურჯო ფრჩხილები - მეტყველებს იმაზე, რომ ორგანიზმს აკლია ჟანგბადი, რაც ფილტვის დარღვევებზე მიგვითითებს(ემფიზემაზე), გულის პრობლემებიც შეიძლება ასოცირდებოდეს ლურჯ ფრჩხილებთან.
5. თუ ფრჩხილები ხაოიანია ეს მიგვითითებს ართრიტზე ან ფსორიაზზე.
6. გატეხილი, გაბზარული ფრჩხილები ფარისებრის დარღვევებზე მიგვითითებს, მაგრამ ამასთან ერთად თუ ფრჩხილს ყვითელი ფერი დაკრავს სოკოვან ინფექციასთან გვაქვს საქმე.
7. შავი ფერის ლაქები ფრჩხილზე ძალზს საშიშია და მოითხოვს სასწრაფო ვიზიტს ექიმთან, რადგან ის მელანომის (კანის ავთვისებიანი სიმსივნის) გამომჟღავნებაა.