დიზაინი ბიზნესისთვის

0
თქვენ იცით რა არის დიზაინი? ეს საკმაოდ სუბიექტური კონცეფციაა და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვეთი აფასებს სამუშაოს, მან იცის როგორ მუშაობს თავისი ბიზნესი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მის მიერ მოწონებულ დიზაინს ექნება კონვერსია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიზაინერმა ნათლად გაიგოს მომხმარებლის საბოლოო მიზანი და ბიზნესის საჭიროებები. დიზაინის ძირითადი მიზანია გაზარდოს კომპანიის შემოსავალი. როდესაც განვიხილავთ ან განვახორციელებთ UX– ის დიზაინის მიზნებს, ჩვენ, როგორც წესი, ყურადღებას ვამახვილებთ პროდუქტის მომხმარებლის კმაყოფილებას, ამ მიზნის ძირითადი ღირებულებებია ემპათია, ეთიკა და გამოყენებადობა, რაც მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილების წარმატებით გაზრდისთვის. დიზაინს სჭირდება ყურადღება. ყველას აქვს საკუთარი სტილი, რომლის წყალობითაც ყალიბდება საერთო შთაბეჭდილება - კომპანიის სტილის ჩათვლით.

UX და ბიზნესი

კარგ UX ში შიდა ბიზნეს მოდელიდან ზედმეტი მოძრაობა ამოღებულია, რაც პროცესს კომფორტულს და დაჩქარებულს ხდის. არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ კარგად გამართულ UX- ს შესანიშნავი ROI კოეფიციენტი აქვს, საშუალოდ, UX– ზე დახარჯული თითოეული დოლარი 2 – დან 100 დოლარამდე მოგება მოაქვს. მიზეზი მარტივია: რაც უფრო მაღალია usability -ს დონე, მით უფრო მაღალია კონვერსიის მაჩვენებელიც. ასევე კარგი UX გავლენას ახდენს ინდივიდუალური პროდუქტის ღირებულებაზე და კომპანიის ღირებულებაზე ბაზარზეც, რაც უფრო რთულია თქვენი პროდუქტის გამოყენება, მით უფრო მეტი კითხვა ექნებათ მომხმარებლებს. შესაბამისად, მეტი ადამიანური რესურსი დაგჭირდებათ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ბიზნესი, რომელის მნიშვნელოვან ყურადღებას ანიჭებს UX დიზაინს, მარტივად აღწევენ მაღალ შედეგებს და დადებით შეფასებას ღებულობენ თანამშრომლების და მომხმარებლის მიერ.

დასკვნა:

კომპანიები ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ UX– ზე, რათა მიიღონ კონკურენტული უპირატესობა ბაზრზე. UX– ის გავლენა ბიზნესზე კვლავ იზრდება და ძალიან მალე, უახლოეს მომავალში, ეს მიმართულება მსოფლიო მასშტაბის გახდება.
0