რა ცვლილებები შედის შრომის კოდექსში გამოსაცდელ ვადასა და სტაჟირებაზე?

0
⏳ გამოსაცდელი ვადა და სტაჟირება: ❗ გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. 🕵‍♀ შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს წერილობითი შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. ❗ სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. 👨‍🏫 სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების ან მის გარეშე, დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით; 🗓 ანაზღაურების გარეშე სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა - 1 წელს. ❗ დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. ❗ დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შეჩერდა ან შეწყდა შრომითი ურთიერთობა; 🤷‍♂ შრომის კოდექსით განსაზღვრული აღნიშნული მუხლები სტაჟირების ნაწილში, არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებებზე, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე; #პროფკავშირი #შრომისკოდექსისრეფორმა #შრომისრეფორმა #ახალიამბები
0