" ხაბიძგინა ცნობილი ოსური ხაჭაპური ".

0
ხაბიძგინა ცნობილი ოსური ხაჭაპურია. ის მთელს საქართველოშია პოპულარული. ეს არის კერძი, რომლის მომზადებაც საკმაოდ მარტივია, რადგან ის ინგრედიენტები რაც მოსამზადებლად გვჭირდება, ადვილად იშოვება. ეს რეცეპტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ჩემი ოსი ბებიისა. ჩემი წარმოშობიდან გამომდინარე, ბევრი ვეძებე და ქალაქში ნამდვილი ოსური ხაჭაპური – ხაბიზგინა (ოსურად ხებიჟნ) – ვერსად ვნახე. ერთადერთი ობიექტიდან, სადაც მიმასწავლეს, რომ მივედი, მაშინვე გამოვბრუნდი (მთელ ფოიეში სარეცხის ფხვნილის სუნი იდგა. მაპატიეთ…). ერთი სიტყვით, რიგით საცხობებს თუ არ ჩავთვლით, სადაც ეკონომიის გარეშე ცომეულში არც ყველს დებენ და არც კარტოფილს, უბრალოდ ვერ ვიყიდი, მომზადების ტექნოლოგიაზე უბრალოდ არაფერს ვიტყვი. კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ბევრი ადამიანი თავის რეცეპტს გვთავაზობს, ათასნაირ რამეს ამატებს, რომ განსხვავებული იყოს, მაგრამ ძალიან ვწუხვარ, რომ ყურადღების მიქცევას ტყუილით ცდილობენ. არც არაჟანი, არც კეფირი, არც პილპილი ოსურ ხებიჟნს არ უნდა და არ შეცდეთ. ? ამიტომაც, გადავწყვიტე, თქვენც დაგაკაპიწებინოთ ხელები. ? მთავარი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ არაფერი უნდა დაგვენანოს. ? ინგრედიენტები:  ცომი 500 მლ წყალი 1 ს.კ. შაქარი 1, 5 ჩ.კ. მარილი 1 ს.კ. საფუარი 100 მლ ზეთი 1 კგ ფქვილი გულსართი  1 კგ კარტოფილი 0, 5 კგ ახალი, ცხიმიანი ყველი 150 გ ერბო მომზადების წესი: წესი N1: ვამზადებთ მხოლოდ ხელით! ? კარტოფილს  მოსახარშად გაუფრცქვნელად ვდგამთ და, ამასობაში, ყველს ვამუშავებთ. ხელით ისე ვანაწევრებთ, რომ ერთგვაროვან მასად არ იქცეს, ანუ ზომიერად და ვუმატებთ 2 სუფრის კოვზ ერბოსა და მწიკვ მარილს. კვლავ ვურევთ. აქვე ავხსნი: მთელი თავისებურება, როგორც ჩემი ოსი ბებია ამბობს ხოლმე, ხაბიზგინა სულ ხელით უნდა გაკეთდეს, ანუ, ყველი სუფთად დაბანილი ხელით დანაწევრდეს და შენელდეს. სულ სხვა მადლი და გემო აქვსო, მიხსნიდა ხოლმე. ? კარტოფილი რომ მოიხარშება, ვფრცქვნით, ასევე, ვანაწევრებთ, ვზელთ და წინასწარ მომზადებულ ყველს ვურევთ ისე, რომ ერთგვაროვან მასად იქცეს. ეს იმიტომაა საჭირო, რომ როცა მიირთმევთ, ყველისა და კარტოფილის გემო ცალ–ცალკე კი არა, ერთად აღიქვათ. 2-3 ჭიქა ფქვილში შევურიოთ მშრალი საფუარი. თბილ წყალში გავხსნათ მარილი და შაქარი, დავასხათ საფუვრიან მასას და კარგად მოვურიოთ. თანდათანობით ვუმატოთ ფქვილი, შევაზილოთ ზეთი და დავდგათ ასაფუებლად. უნდა მივიღოთ ნაზი ცომი. ცომისა და გულსართისგან  თანაბარი ზომის გუნდები მოვამზადოთ. ცომი ოდნავ გავაბრტყელოთ, ზედ მოვათავსოთ გულსართი, შევკრათ და გავაბრტყელოთ. ხაბიძგინები გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან გამოვაცხოთ. მეორე მხარეს რომ გადმოვატრიალებთ, ერბო წავუსვათ. სუფრასთან მიტანის წინ ცხელ-ცხელი ხაბიძგინები თანაბარი ზომის ნაჭრებად დავჭრათ. გემრიელად მიირთვით!
#news
#cooking
#art
#photo
#food
#live
#events
#chef
#cookingtime
#masterchef
#cheflife
#cooking
#scooterclubgeorgia
0