ტოპ 5 ყველაზე უცნაური და სასაცილო სასიყვარულო ისტორია უახლოესი ათწლეულის განმავლობაში.

ByGi GaGeorgia
0
სიყვარული ნამდვილად სიგიჟეა, უცნაური და საინტერესო მოვლენა, ქიმია და ანატომია, ის არასტანდარტულიცაა ზოგჯერ და სასაცილოც. მაგრამ ამჯერად ყველაზე უცნაურ ხუთ ისტორიას მოგიყვებით რომლებმაც ნამდვილად დაიმსახურა ყურადღება. მაშ ასე დავიწყოთ! 5) რუსეთში, კერძოდ სამარაში მცხოვრები 36 წლის ნატალია პეტროვა ერთდროულად ღალატობდა ქმარს და საყვარელს (!) სკოლის მოსწავლე 17 წლის გოგონასთან (!) მასწავლებელს ბრალი პედოფილიაში და ქმრის ღალატში დასდეს, მას შიგ საკლასო ოთახში დამლაგებელმა წაასწრო ზუსტად სექსუალური აქტის დროს. განქორწინების შემდეგ შვილებზე მეურვეობა ქმარმა აიღო ქალბატონის სასამართლო პროცესი კი დღემდე გადადებულია კოვიდ ეპიდემიის გამო. 4) ილინოისის შტატში, აშშ- ში 43 წლის პენი ჰილმა გადაწყვიტა გაყრილიყო ქმარს მისი "აუტანელი ხასიათის" და მუდმივი კონფლიქტების გამო, მაგრამ ბალზაკის ასაკის ქალბატონმა დიდი დაკვირვება არ მოიჩინა და ადვოკატად ახალგაზრდა ჰარვარდ დამთავრებული ადვოკატი კეიტ ელიზაბეტა ბრუქსი აიყვანა რომელიც სულ რაღაც 26 წლის იყო, უცნაურობა ამ ამბავში ისაა რომ კეიტს პენი ჰილის აუტანელი ქმარი შეუყვარდა და განქორწინება ისე შემოატრიალა რომ ქალბატონი მშრალზე დატოვა და შემდეგ მის 42 წლის ყოფილ ქმარზე გათხოვდა ? . 3) ეს ისტორია კიდე უფრო უცნაურია თუმცა ლიბერალურ საზოგადოებაში ეს არცაა გასაკვირი. გერმანიაში, ქალაქ ბრემენში ცხოვრობს ქალბატონი მარტა კოჰენი ორ მამაკაცთან ერთად და აცხადებს რომ ორივე ერთნაირად უყვარს, სექსიც სამში აქვთ. მათ ერთობლივი "ოჯახის" შექმნაც სურთ მაგრამ კანონი ამის საშუალებას არ აძლევთ. მრავალცოლიანობა ან მრავალქმრიანობა გერმანიაში არაა კანონიერი. 2) მექსიკაში კერძოდ ქ. გვადალახარაში ცხოვრობდა კაცი ხოაკინ ლუის გუტიერესი რომელსაც ერთდროულად ორი ცოლი ჰყავდა. მათ ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ. კაცი ორმაგი ცხოვრებით 24(!) წელი ცხოვრობდა. მისი ისტორია მაშინ გასკდა როცა მის გასვენებაში მისი ოჯახები შეიკრიბნენ (გუტიერესი ავტოკატასტროფაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა) მის გასვენებაში 8 შვილი და 32 შვილიშვილი დაესწრენენ. 1) ყველაზე სასაცილო და უცნაური ბოლოსთვის შემოვიტოვე. არიზონაში, ქალაქ ქვინკრეკში აშშ-ში ცხოვრობს ტრანგსგენდერების ოჯახი რომლის ყველა ოჯახის წევრი ტრანსგენდერია(!) დანიელ ჰეროტი რომელიც 42 წლისაა ბიოლოგიურად კაცი იყო, ტრანსგენდერი ქალი გახდა, ის აცხადებდა რომ თავს ქალად აღიქვამდა. მან გაიცნო ქალი 61 წლის რომელიც ასევე ტრანსგენდერი იყო და თავს კაცად აღიქვამდა, მათ ეყოლათ ორი შვილი რომლებიც ასევე არ აღიარებდნენ თავიანთ ბიოლოგიურ სქესს. საბოლოოდ გაირკვა რომ კაცი ანუ ქმარი სინადვილეში უნდა ყოფილიყო ცოლი და ქალი, შესაბამისად დაიწყო "ესტროგენის" დიდი დოზებით მიღება რათა ქალს დამსაგავსებოდა. (ესტროგენი- ქალის ჰორმონი) ხოლო ქალი ანუ "ცოლი" უნდა გამხდარიყო ქმარი და შესაბამისად გაიკეთა სქესის შეცვლის ოპერაცია. ანუ გახდა კაცი. მათ ჰყავთ ორი შვილი ეხლანდელი დედა მისი ბიოლოგიური დედა არაა რადგან ადრე კაცი იყო. ნამდვილი ბიოლოგიური დედა ქმარს ანუ უკვე ბავშვების დედას გაშორდა. გოგონა მეისონი 13 წლის თვლის რომ ბიჭია და უნდა სქესის შეცვლა, ასევე მის 11 წლის ძმას ჯოშუას გონია რომ გოგოა და მასაც უნდა სქესის შეცვლა. მოკლედ მეც ვერ გავიგე აქ რა ხდება და ვინ ვინაა ამიტომ მეტს აღარ გავაგრძელებ. ?✌️ და ბოლოს... რატომ მოვივიყვანე ეს ისტორიები? იმიტომ რომ დავაფასოთ ის ტრადიციული ოჯახი და სიყვარული რომელიც გაქვთ და ნახოთ რა ხდება მსოფლიოში რომელიც უკვე დიდი ხანია შეიშალა. ?
ByGi GaGeorgia
0