ზუგდიდის საკრებულოს ახალი ინიციატივა - გამწვანებული ზუგდიდი.

0
ზუგდიდის საკრებულოს ახალი ინიციატივა - გამწვანებული ზუგდიდი. ზუგდიდის საკრებულოში „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო. მუნიციპალიტეტი პროექტის 90 პროცენტს დააფინანსებს. ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად სულ 100 000 (ასი ათასი) ლარი გამოიყო. საკრებულოში ამასთან დაკავშირებით განცახდებას აკეთებენ : „შექმნილია „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭო, რომელიც მოახდენს შემოსული განაცხადების ვერიფიკაციას და განსაზღვრავს პროექტის განხორციელებისთვის საინიციატივო ჯგუფის ფინანსური თანამონაწილეობის ოდენობას. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება სათათბირო ხმის უფლებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“ , , მწვანე ბიუჯეტის“ კონცეფცია დეპუტატ სანდრო სორდიას ეკუთვნის.
#ზუგდიდი
#ინიციატივა
#გამწვანებულიზუგდიდი
#მწვანებიუჯეტი
#პროექტი
#zugdididaily
0