დასახელდა ქვეყნები, სადაც საქართველოდან ფრენები აღდგება

0
https://primetime.ge/dasakhelda-qveknebi-sadats-saqartvelodan-frenebi-aghdgeba/ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით საუბრობს. თურნავას განცხადებით, პირველი სტუმრები საქართველოში, სავარაუდოდ რეგიონიდან იქნებიან. „პირველ ეტაპზე, უნდა აღდგეს ფრენები ტრადიციული მიმართულებებით, რომლებიც გვქონდა. აირზენასთან ვსაუბრობთ, სულ მცირე ორი მიმართულებით განახლდეს, ჩვენ მხარდაჭერის პაკეტსაც შევთავაზებთ, გვაქვს გეგმა. კონკრეტიკას მოგახსენებთ უახლოესს პერიოდში, დასრულებული გადაწყვეტილება გახდება ცნობილი და შეძლებთ ბილეთების შეძენასაც. ვიზეართან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებით მათგან შორთლისთს, იქიდან საიდანაც დაფრინავდნენ ისინი და მიაჩნიათ, რომ ყველაზე სწრაფად შეიძლება შემოიყვანონ ტურისტი საქართველოში. ამის მიხედვით, გავყვებით ქვეყნებთან მოლაპარაკებებს. პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებას ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან. ასევე, აქტიურები ვართ ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში, საიდანაც ამ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ტურისტი გვსტუმრობდა. თუმცა ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ. უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, პირველ ეტაპზე რეგიონის ქვეყნებიდან ველოდებით ტურისტებს. თუმცა არ დავკარგავთ არცერთ შანსს, უახლოესს პერიოდში შემოვიყვანოთ ევროპელი ტურისტებიც. ჩვენ რომც ვერ შევძლოთ ამ ეტაპზე მათთან ჩასვლა, მაინც გვინდა რომ აქეთ მოვიზიდოთ.“- აღნიშნა ნათია თურნავამ. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რუსეთთან ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ ქვეყანა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, მზად არის მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს. „ამ წუთში რუსეთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ადრე რუსეთიდან წამოსული ტურისტები იყვნენ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ვიზიტორებისა, დღესაც ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მზად არის მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს“- აღნიშნა თურნავამ.
0