გირჩის აქცია-სეირონაბზე დაკავებული 3 მოქალაქიდან 2 სასამართლომ 1000-1000 ლარით დააჯარიმა

ByOn.geGeorgia
0
პარტია გირჩის მიერ ორგანიზებულ აქცია-სეირონაბაზე დაკავებულ 3 მოქალაქეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, სამი დაკავებულიდან ორი 1 000-1 000 ლარით დააჯარიმეს, მესამეს კი შენიშვნა მისცეს. გირჩი აქციას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით იპოდრომზე 23 აპრილს გამართა. ადგილზე შეკრებილები დისტანციის დაცვით სეირნობას აპირებდნენ, თუმცა მალევე პოლიცია გამოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 3 პირი დააკავა და 15 დააჯარიმა.
#news
#politics
ByOn.geGeorgia
0