დიდი ძმა გითვალთვალებს (,,1984” და ჯორჯ ორეული)

0
ო მ ი მ შ ვ ი დ ო ბ ა ა მ ო ნ ო ბ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ა უ მ ე ც რ ე ბ ა ძ ა ლ ა ა ჯორჯ ორეულის ცნობილი რომანი , , 1984“, ბოლო ორი ციფრის გადანაცვლებით არის იგივე 1948 წელი (გამოქვეყნების თარიღი). ორეულმა რომანში სამართლიანობასა და თავისუფლებაზე მორგებულ პრინციპებს, ნეგატიური და შემაძრწუნებელი პრინციპები დაუპირისპირა. რომანში, დიდი ძმა, რომელიც ოკეანიის კულტია სტალინს მოგვაგონებს, ხოლო მტრის ხატი განასახიერებს ევროპას. სსრკ-ს ლიდერები შესანიშნავად აცნობიერებდნენ იმ საფრთხეებს, რომელიც წიგნის არსებობას შეიძლება შეექმნა მათთვის, ამიტომაა, რომ , , 1984“ დღის სინათლეს, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეღირსა. , , 1984“ არის გაფრთხილება, იმისა რომ ადამიანები გონს მოეგონ, გააცნობიერონ რა საფრთხე ემუქმრებათ ისეთ საზოგადოებაში, სადაც მათ მაგივრად ფიქრობენ, წყვეტენ და იქცევიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც ის გველოდება, რაც რომანის გმირებს დაემართათ - დავკარგავთ ინდივიდუალურობას, აზროვნებისა და სიყვარულის უნარს. ცნობილი ფრაზები წიგნიდან: • დიდი ძმა გითვალთვალებს • ვინც წარსულს აკონტროლებს, ის აკონტროლებს მომავალს, ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულსაც. • მთელი ისტორიის მანძილზე, არსებობდა სამი კატეგორიის ადამიანი: მაღალი, საშუალო და დაბალი. მაღლების მიზანია იქვე დარჩნენ, სადაც არიან. საშუალოების მიზანია, შეენაცვლონ მაღლებს. დაბლების მიზანი კი, ის არის, რომ გააუქმონ ყოველგვარი განსხვავება და შექმნან ისეთი საზოგადოება, რომელშიც ყველა თანასწორი იქნება. • ყველაფერს გათქმევინებენ, ყველაფერს, მაგრამ ვერ დაგაჯერებენ. შენში ვერ შემოვლენ. როცა გრძნობ, რომ ნამდვილად ღირს ადამიანად დარჩენა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს არავითარ შედეგს არ იძლევა, მაშინ ისინი დამარცხებული გყავს. • სოფლიოს დაბყრობა ყველაზე მტკიცედ მათ სჯერათ, ვინც იცის, რომ ეს შეუძლებელია.
#World
#Book
#Writer
#Georgeorwell
0