ესაა აღიარება, რომ მერაბ კობიაშვილი თავდაცვის მდგომარეობაში იყო

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143011 გუდაურში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფიგურანტებს, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანან, ბრალი მხოლოდ სამი თვის შემდეგ წარუდგინეს. გენერალური პროკურატურა მათ მკვლელობაში ბრალდებულის, მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას ედავება. არც ერთი მათგანი დაკავებული არაა და საგამოძიებო ორგანომ მათ მხოლოდ ბრალის დადგენილება გააცნო. ასევე ცნობილია ის, რომ დაპირისპირების მონაწილე ახალგაზრდების საქმე, ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. "მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას პირველივე დღიდანვე ჰქონდა ძალიან ბევრი ჩანაწერი და ეს პირებიც იდენტიფიცრებულები იყვენ, მათთვის ბრალის წარდგენა, მხოლოდ სამი თვის შემდეგ გადაწყვიტეს. დღევანდელი გადაწყვეტილება იყო აღიარება იმისა, რომ მერაბ კობიაშვილი თავდასხმის დროს, თავდაცვის მდგომარეობაში იყო, " - ამბობს კობიაშვილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. მისივე თქმით, დაპირისპირების ერთ-ერთი ფიგურანტი, მიშო უნდილაშვილი, თავდაპირველ ჩვენებაში ამბობს, რომ კობიაშვილმა მას ორი კვირით ადრე სცემა, ახალ ჩვენებაში კი ამბობს, კობიაშვილმა მას, სწორედ 16 თებერვალს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე სცემა. "მთავარი არხი"
0