რა კავშირი აქვს კიცუნეს კურამასთან

0
სურათზე გამოსახულია ცხრაკუდა მელა, რომელსაც კიცუნე ეწოდება, ის წარმოადგენს იაპონური, ჩინური და კორეული ფოლკლორისა და მითოლოგიის ნაწილს. თუკი კურამა (ყველასთვის ნაცნობი ცხრაკუდა დემონი მელა) არის კიცუნეს ინსპირაცია წესით მომავალში მომხდარი მოვლენები ამ თეორიის მიხედვით უნდა წავიდეს. ლეგენდის თანახმად კიცუნეს მაგიური ძალები, ასაკთან ერთად იზრდება, მას გააჩნია რამოდენიმე ფორმა. როცა მელია 1000 წელს მიაღწევს ის ხდება თეთრი ფერის. ხოლო როდესაც ოქროსფერ ან მოყვითალო ფერს მიიღებს მაშინ საკუთარ პიკს აღწევს.ყოველი კუდის ამოსვლისას ემატება სიცოცხლის 100წელი. 1000წლის ასაკში კი გარდაიცვლება. მას დედამიწაზე ყველაფრის დანახვა და შეგრძნება შეუძლია. თუკი ამ გზით წავალთ ნარუტოს ისედაც გასაოცარი სენსორული უნარები, კიდევ უფრო გაუმჯობესდება, შეეძლება გარშემო ყველაფრის დანახვა არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ის, ცოცხალი ორგანიზმი თუ რაიმე სახის მატერია. ამ ფორმით ის ხელშეუხებელი იქნება, მაგრამ ყველა დიდებული ძალა მსხვერპლს მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ კიცუნე და კურამა რაღაც ნიშან-თვისებებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ძალებში. მაინც მოიძებნება მათში ბევრი საერთო.
©Giorgi Danelia
0