შსს-მ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 9 ადამიანი გადაიყვანა

Tbilisi Daily

შსს-მ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 9 ადამიანი გადაიყვანა. უწყების ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტები გამოვლინდა. ხარაგაულიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, ქობულეთიდან და ბათუმიდან 9 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, იძულებით საკარანტინო ზონაში მოათავსეს. შსს-ს ცნობით, ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში იძულების წესით 12 ადამიანია გადაყვანილი. #შსს #თვითიზოლაცია #კარანტინი #კორონავირუსი #tbilisidaily