"ხან რა მტკივა,  ხან - რა, მაგრამ აკრძალული მაქვს წუწუნი"

Tbilisi Daily

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის, მის გულ­შე­მატ­კივ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს უყუ­რა­დღე­ბოდ არ ტო­ვებს. ის "ფე­ის­ბუ­ქის" პირ­და­პირ ეთერ­ში ურე­კი­დან ჩა­ერ­თო, რომ­ლის დრო­საც სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ილა­პა­რა­კა, ახა­ლი გეგ­მე­ბიც გაგ­ვაც­ნო და სხვა­თა შო­რის, წყვილ­მა პირ­და­პირ ეთერ­ში "ჩხუ­ბიც" კი მო­ას­წრო. "დაგ­პირ­დით, რომ კვი­რა­ში ერთხელ ან ორ­ჯერ მექ­ნე­ბო­და ჩარ­თვე­ბი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან რთუ­ლი ყო­ფი­ლა. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სტი­მულს ვაძ­ლევ ადა­მი­ა­ნებს. თუკი ერთ ადა­მი­ანს მა­ინც მივ­ცემ ძა­ლას, რომ სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­ლოს, გპირ­დე­ბით, ჩარ­თვებს კი­დევ გა­ვა­კე­თებ!“- აღ­ნიშ­ნა ჟორ­და­ნი­ამ. ჟორ­და­ნია მო­მა­ვალ­ში ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ფონ­დის შექ­მნას გეგ­მავს. თუმ­ცა, ვიდ­რე ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბი გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, ჟორ­და­ნია სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობს. "ჩემს გვერ­დზე დავ­დე წამ­ლე­ბის სუ­რა­თი. რა­მო­დე­ნი­მემ მომ­წე­რა, რომ ეს წა­მა­ლი უნდა. ვინც გა­მო­მიგ­ზავ­ნით ფორ­მა 100- ს და ექი­მის ხელ­მო­წე­რას, რომ ეს წა­მა­ლი გჭირ­დე­ბათ, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მოგ­ცემთ.გუ­შინ ქუ­ჩა­ში ადა­მი­ა­ნებ­მა მიც­ნეს და მი­თხრეს, რომ ფონ­დი გა­ვა­კე­თო. ძა­ლი­ან კარ­გი იდე­აა, მაგ­რამ ვიდ­რე კარ­გად არ გავ­ხდე­ბი, ვერ მოვ­კი­დებ ხელს ამ საქ­მეს. პი­რა­დად მე ვი­ღებ უამ­რავ მე­დი­კა­მენ­ტებს. სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა არის ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი.ყო­ველ დი­ლით რომ ვდგე­ბი, ხან რა მტკი­ვა - ხან რა, მაგ­რამ აკ­რძა­ლუ­ლი მაქვს წუ­წუ­ნი, ჩემი შვი­ლი მიკ­რძა­ლავს. მა­ინც დავ­დი­ვარ, ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი ბევრ ადა­მი­ანს“ - აღ­ნიშ­ნა პრო­დუ­სერ­მა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ პირ­და­პირ ჩარ­თვა­ში მისი მე­უღ­ლე, ზურა ხა­ჩი­ძეც მო­იწ­ვია. ხა­თუ­ნამ ქმარს მა­ყუ­რებ­ლე­ბის გარ­თო­ბის მიზ­ნით, მათი გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა მოს­თხო­ვა, თუმ­ცა ზუ­რამ გა­აპ­რო­ტეს­ტა. ჟორ­და­ნი­ამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­იხ­სე­ნა, რომ წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი პირ­ვე­ლად პე­ტერ­ბურ­გში გა­იც­ნო, რა­საც მე­უღ­ლე არ და­ე­თან­ხმა. "არა, ბა­თუმ­ში და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რამ. ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია ფილ­ტვის სიმ­სივ­ნეს წე­ლი­წად­ზე მე­ტია ებ­რძვის. ის ამ­ჟა­მად თავს კარ­გად გრძნობს.