ფემინსტრიმი - ფემინიზმისა და ხელოვნების გაერთიანება. რა იყო მისი მიზანი

0
?? ქალთა ფონდმა საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით მოამზადა რადიოგადაცემის ფემინსტრიმი. პროექტი ხორციელდებოდა რადიო თავისუფლებასთან და ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან თანამშრომლობით. პროექტის მიზანი იყო ქალთა საკითხებზე პროგრესული საზოგადოებივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ქართულ რადიო სივრცეში ახალი სადისკუსიო ნიშის შექმნა, რომელიც მთლიანად მოემსახურება ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გენდერულ თანასწორობის შესახებ ცოდნისა და მგრძნობელობის გაზრდას, ქალთა ინსპირაციასა და სოლიდარობას. ფემინსტრიმი რადიო თავისუფლების ეთერში (FM 107.4) გენდერული ამბების პროგრამის ფარგლებში ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათზე გადიოდა 2015 წელს რადიო გადაცემის ფორმატი: დღის დიალოგი – ქალთა უფლებრივი მდგომარეობის აქტუალური საკითხები, განხილული ფემინისტური თეორიების ჭრილში; ფემინისტური მუსიკა – ინფორმაცია ფემინისტური ჯგუფებისა და შემსრულებლების შესახებ, ფემინისტების საკულტო სიმღერების პრეზენტაცია;
#music
#candymusic
#female
#feminism
#women
#womenrights
#radio
#stream
#musicfeed
#facts
#interestingfact
#georgia
#news
#opinion
#art
#photo
0