მოსკოვის სპორტულ კომპლექსებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში საავადმყოფოები მოეწყობა

Headline

მოსკოვი საგამოფენო სივრცეებში, სპორტულ კომპლექსებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში საავადმყოფოები მოეწყობა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებს მიიღებს. „ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ დიდ სავაჭრო ცენტრებს, სპორტულ კომპლექსებსა და საგამოფენო სივრცეებს შევარჩევთ, რათა იქ დროებითი საავადმყოფოები მოეწყოს“, – განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანიანმა. მისივე თქმით, ეს პროაქტიული ზომებია. დედაქალაქის მერის მოადგილემ პიოტრ ბირიუკოვმა კი აღნიშნა, რომ ასეთი სივრცეების მოსაწყობად მთელი რიგი ინფრასტრუქტურული ცვლილებები იქნება საჭირო. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით პაციენტების მისაღებად რუსეთის ხელისუფლება ათობით საავადმყოფოს არემონტებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 124 000-ს გადააჭარბა, ხოლო ვირუსს 1200-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა. ვირუსის გავრცელების მთავარი ეპიცენტრი მოსკოვია. #რუსეთი #კორონავირუსი #covid19 #headline