ბათუმში 27 დღის ახალშობილი კორონავირუსისგან განიკურნა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმში 27 დღის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა. პაციენტიიაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში მკურნალობდა. კლინიკის ინფორმაციით, ახალშობილი სამედიცინო დაწესებულებაშიმაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. ''ახალშობილი კლინიკაში ტემპერატურით, ასევე მოძრაობისა და მადის დაქვეითების ჩივილებით შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები ვირუსულ ინფექციასთან კავშირს გამორიცხავდნენ, კლინიკაში არსებული პროტოკოლის შესაბამისად, პატარა პაციენტს COVID-19-ზე ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც დადებითი პასუხი დააფიქსირა. ახალშობილს სასწრაფოდ ესაჭიროებოოდა კოვიდ-იზოლირებულ სივრცეში გადაყვანა. კლინიკაში მოთავსების შემდეგ სამედიცინო პერსონალმა წარმატებით მართა პატარა პაციენტი და მალევე მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა'' - წერია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.