25 votes
comments
4 shares
Save
ყველაზე საშიში ქალი მკვლელები
107 reads
Nino Kakulia
Poti · 2 months ago

? მკვლელ მანიაკებზე საუბრისას ყველას როგორც წესია ახსენდება კაცები. მანიაკის როლი ჩვენთვის ნაკლებად ასოცირდება ქალთან. კრიმინალისტიკისთვის ცნობილია სისხლიანი მკვლელი ქალების მრავალი მაგალითი, რომლებიც სისასტიკით არ ჩამოუვარდებიან კაცებს.

? 19-ე საუკუნის ყველაზე სასტიკი ქალი მკვლელი არის “შავი ქვრივი”. მისი სახელია ბელ სორენსონ ჰანესი. მან იმ ქვეყნად გაისტუმრა ორმოცამდე ადამიანი. მოკლულების ნახევარზე მეტი არიან “ქვრივის” ახლო მეგობრები ან ნათესავები. ქალი არ მუშაობდა და არსებობდა დაზღვევების ხარჯზე, რომლებიც მას ერგო ნათესავების სიკვდილის შემდეგ. მან მოკლა ქმარი, ბავშვები და რამდენიმე საქმრო. მისი სიკვდილის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. უთავო ქალის სხეული, რომელიც ყველა ნიშნის მიხედვით გავდა ბელ სორნესონ ჰანესს არ იძლეოდა ას პროცენტიან გარანტიას, რომ ეს ნამდვილად “შავი ქვრივი”-ა.

? მედდა ჯეინ ტოპანი თავს ესხმოდა შეუძლო პაციენტებს. ცნობილია, რომ მამამისი იყო შეშლილი, ამიტომაც ჯეინი იზრდებოდა ბავშვთა სახლში. გოგონა იშვილეს, მაგრამ მისი მშობლები აღმოჩნდნენ ღარიბები, ამიტომაც სიძულვილი მას კიდევ უფრო გაუღრმავდა გარშემომყოფების მიმართ. თავის პაციენტებს ტოპანი თავდაპირველად კლავდა ნარკოტიკების შეყვანით ორგანიზმში და აკვირდებოდა მათ მდგომარეობას სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. მოგვიანებით თავისი ექსპერიმენტები ქალმა გადააქცია მკვლელობებათ. მისი დაკავების შემდეგ პოლიციამ დაუმკიცა 11 მკვლელობა, მაგრამ მედდამ კიდევ 31 მკვლელობა აღიარა. ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ჯეინი შეშლილია. თავისი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი მან გაატარა ფსიქიატრიულ კლინიკაში.

? “სისხლიანი გრაფინია” ეწოდა გრაფინია ელიზაბეთ ბათორის. მის მიერ მოკლული ადამიანების ზუსტი რიცხვი არ არსებობს, მაგრამ ეს რიცხვი თამაშობს 30-დან 650 ადამიანამდე. თუკი ლეგენდებს დავუჯერებთ გრაფინია ღებულობდა ახალგაზრდა გოგონების სისხლით სავსე აბაზანებს. გრაფინია თვლიდა, რომ ამგვარად ის შეინარჩუნებდა თავის ახალგაზრდობას. ბათორი იტყუებდა გოგონებს თავის ციხესიმაგრეში, ხოლო შემდეგ კი კლავდა. ამაში მას ეხმარებოდა მისი ქმარი ფერენც ნადაში. ხმაურიანი სასამართლოსთვის თავის ასაცილებლად მისმა წარჩინებულმა ნათესავებმა ელიზაბეთი გამოკეტეს მისავე მიწისქვეშეთში, სადაც ის გარდაიცვალა სამი წლის შემდეგ.

#facts #goodplaces #opinion #photo #news Tbilisi
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
25
Write a comment
4