ძლიერ თოვას იაპონიაში 17 ადამიანი ემსხვერპლა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
იაპონიაში ძლიერ თოვასთან დაკავშირებით დაღუპულთა რიცხვმა 17-ს მიაღწია.
დაშავებულთა რიცხვი 90-ია, იტყობინებიან ამ ქვეყნის სახანძრო და სამაშველო სამსახურები.
ცნობით, ასეულობით ოჯახს არ აქვს ელექტროენერგია.
გასულ კვირაში განვითარებულმა ჰაერის ცივმა ფრონტმა იაპონიის ჩრდილოეთში გამოიწვია ძლიერი თოვა. ავტობანებზე ასეულობით ავტომანქანა გაჩერდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32193890.html
Source: radiotavisupleba.ge