მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტით კომპანია „X2 Developmet" დაეხმარა

Tbilisi Daily

თბილისის საკრებულოს კამპანიის ფარგლებში, დღეს მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტით კომპანია „X2 Development'' დაეხმარა. საკრებულოს უმრავლესობის წევრები, კომპანიის მიერ შემოწირულ ნობათს სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს(ოთხი და მეტი შვილი) გადასცემენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია წარმატებით მიმდინარეობს. „თბილისის საკრებულო მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას აგრძელებს. დღეს, კომპანია „X2''-ის დახმარებით, ჩვენ დამატებით 200 ოჯახს დავურიგებთ პროდუქტებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას და ამ შემთხვევაში „X2“-ს, რომლებიც ჩართულები არიან ამ კამპანიაში. ამგვარი აქციები მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა კი კომპანიას მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის. „კომპანია „X2''-მა 200 ოჯახისთვის შეძენილი პროდუქცია გადმოგვცა, რომელიც სამაჟორიტარო ოლქების მიხედვით დარიგდება. დღეს, ჩვენ შევძლებთ კიდევ 200 ოჯახს დავეხმაროთ, რაც ძალიან სასიხარულოა. დიდი მადლობა ამ კომპანიის წარმომადგენლებს, ასევე მადლობა ბიზნესს, საკრებულოს წევრებს და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ აქციის ფარგლებში გვეხმარება. დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევძლებთ,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა. #კორონავირუსი #თბილისი #დახმატება #სოციალურადდაუცველი #tbilisidaily