როდის გაიმართება ისტორიული მატჩი

Tbilisi Daily

FIFA კრონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად თანხების შეგროვების მიზნით, საქველმოქმედო მატჩს უწევს ორგანიზებას. ამის შესახებ გამოცემა sportsmole ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. მოზიდული თანხით, კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად წამლების შეძენა მოხდება. ასევე მოხდება COVID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ტექნოლოგიების შემუშავებაში ხელშეწყობა. „ვალდებულებას ვიღებთ, ეს გლობალური საქველმოქმედო მატჩი ჩავატაროთ. შეხვედრა მაშინ შედგება, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, თუნდაც რამდენიმე თვის შემდეგ”, – განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ. მისი თქმით, FIFA კრონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მაქსიმალურ სოლიდარობას გამოიჩენს და ფინანსურ რესურსსაც გაიღებს. წყარო: https://www.sportsmole.co.uk/football/news/coronavirus-latest-fifa-to-hold-fundraising-charity-match_399756.html