NDI: გამოკითხულთა 46% აცხადებს, რომ კორონავირუსზე არ აიცრებოდა
Tbilisi Daily
კორონავირუსის ვაქცინა რომ არსებობდეს, საქართველოს მოსახლეობის 46% არ აიცრებოდა. ამის შესახებ ნათქვამია „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) დაკვეთით ივნისში ჩატარებულ კვლევაში.
კვლევის თანახმად, მოქალაქეთა 38% ამბობს, რომ აიცრება, 15%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2 პროცენტს.