ავტოსაგზაო შემთხვევას ნინოწმინდაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი პირი კი დაშავდა
Pirveliradio Ge
ავტოსაგზაო შემთხვევას ნინოწმინდაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი პირი კი დაშავდა, რომლების ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ავარიის მიზეზად სახელდება რომ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.