ქობულეთის 6 სოფელი დღეს გაიხსნა

0
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ის 6 სოფელი, რომელიც ამ დრომდე ჩაკეტილი იყო, დღეიდან გაიხსნა. სოფლებსა და დანარჩენ საქართველოს შორის მიმოსვლა მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ. ქობულეთის მერის განცხადებით, 570-ზე მეტი კონტაქტი უკვე გამოიკვლიეს, მოქალაქეებს თერმოსქრინინგი ჩაუტარდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის სოფლებიდან დაინფიცირების რისკი დაბალია. 520 ჩატარებული ანალიზიდან ქობულეთის კლასტერში 34 ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა კლინიკურად. ზომების შერბილება არ გულისხმობს სხვა შეზღუდვების მოხსნას. კომენდანტის საათი ჯერ-ჯერობით, ისევ მოქმედებს. ასევე, რეკომენდირებულია 2 მეტრო დისტანციის დაცვა გარეთ გასვლისას. #კორონავირუსი #ქობულეთი #ქობულეთის_კლასტერი #batumidaily
0