პუტინმა ხაბაროვკის ოლქის დროებით ხელმძღვანელად დანიშნა მიხაილ დეგტიარიოვი, ფურგალის თანაპარტიელი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის პრეზიენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა მიხაილ დეგტიარიოვი. იგი არის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სახელმწიფო დუმის დეპუტატი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული (ЛДПР) პარტიიდან, რომლის წევრიც არის აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი. 9 ივლისს დაპატიმრებული ფურგალი, ოფიციალურად გათავისუფლდა თანადებობიდან „პრეზიდენტის ნდობის დაკარგვის“ გამო. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, პუტინი ორშაბათს ვიდეოკავშირის საშუალებით დაუკავშირდა დეგტიარიოვს. რუსეთის პრეზიდენტმა ხაბაროვსკის ოლქის ხელმძღვანელის თანამდებობას უწოდა „უწოდა ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი“ და შეეკითხა, არის თუ არა იგი ასეთი სამუშაოს შესასრულებლად. დეპუტატმა დამაკმაყოფილები პასუხი გასცა. დეგტიაროვს უთქვამს, რომ მზად არის დაუყოვნებლად გაეშუროს ხაბაროვსკში. დეგტიარიოვი 39 წლისაა. იგი 2011 წლიდან არის სახელმწიფო დუმის დეპუტატი. შედის მართვის რეზერვის 143 კაციან სიაში, რომელსაც პირადად რუსეთის პრეზიდენტი პატრონობს. ხაბაროვკის ოქლის გუბერნატორის პოსტი ვაკანტურია მას შემდეგ,  სამართალდამცველებმა დააპატიმრეს ოლქის ყოფილი გუბერნატორი.   50 წლის სერგეი ფურგალს, რომელიც 9 ივლისს მოსკოვში გადაიყვანეს, ადანაშაულებენ მკვლელობის მცდელობაში და 2004-2005 წლებში ორი მკვლელობის შეკვეთაში. 16 ივლისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა და ფურგალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. თვითონ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი მომხრეები, რომლებიც დაპატიმრების შემდეგ მართავენ დემონსტრაციებს, ეჭვქვეშ აყენებენ ბრალდებას და შეკითხვას სვამენ, რატომ გამოვლინდა ეს საქმე 15 წლის შემდეგ. სერგეი ფურგალის მომხრეებს 20 ივლისს საქვეყნოდ გამოუცხადა მხარადჭერა ცნობილმა რუსმა მოუსიკოსმა, იური შევჩუკმა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30737573.html #ახალი_ამბები #twitter