სოხუმის უნივერსიტეტის ისტორია სათავეს იღებს 1932 წლის 7 თებერვალს, როდესაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ სოხუმში პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა.
თავდაპირველად, სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ორი კათედრა არსებობდა, რომლებიც, ძირითადად, პედაგოგიურ კადრებს ამზადებდნენ. შემდგომ წლებში ინსტიტუტს სხვა სპეციალობებიც დაემატა და 1960-იანი წლების დასაწყისისთვის პედაგოგიური ინსტიტუტი იქცა წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად, სადაც სასწავლო პროცესი ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე მიმდინარეობდა. 1979 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა როგორც აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტი.
1989 წლის ცნობილი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტს გამოეყო ქართული ნაწილი, რომელიც აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა უმრავლესობას აერთიანებდა. 1989 წლის 14 მაისს უნივერსიტეტის ქართული ნაწილის ბაზაზე ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, რომელმაც 1993 წლიდან ქალაქ თბილისში გააგრძელა ფუნქციონირება. 2007 წლის 31 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით თსუ სოხუმის ფილიალის ბაზაზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი — სოხუმის უნივერსიტეტი. 2008 წლის 4 იანვარს უნივერსიტეტმა მიიღო საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების სახელმწიფო ლიცენზია, ხოლო 2008 წლის 8 იანვარს — სახელმწიფო აკრედიტაცია (5 წლის ვადით).
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1932 წლის 7 თებერვალს აფხაზეთის განათლების სახალხო კომისარიატის („განსახკომი“) დადგენილების თანახმად როგორც აგროპედაგოგიური ინსტიტუტი. 1933 წელს არსებული ინსტიტუტის ბაზაზე რეორგანიზებულ იქნა სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტად. 1979 წელს, საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაკეთდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტად (დამფუძნებელი რექტორი იყო ზურაბ ანჩაბაძე).
თავდაპირველად სახელმწიფო უნივერსიტეტი შედგებოდა სამი (აფხაზურენოვანი, რუსულენოვანი, ქართულენოვანი) სექტორისაგან. უნივერსიტეტში ქართულენოვანი სტუდენტების მოზიდვამ აფხაზთა უკმაყოფილება გამოიწვია, რაც 1989 წელს ქალაქ სოხუმში არეულობით დასრულდა. რუსულ და ქართულ მხარეებს შორის წარმოებული კონფლიქტის შედეგად ქალაქ თბილისში აფხაზეთის უნივერსიტეტის დევნილი ქართული სექტორის ბაზაზე ჩამოყალიბდა აფხაზეთის იძულებით ადგილნაცვალი უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.
დღევანდელი აფხაზეთის "სახელმწიფო" უნივერსიტეტის რექტორი არის ალეკო გვარამია.
დღეს აფხაზეთის უნივერსიტეტს აქვს 8 ფაკულტეტი, ხელოვნების და სხვა 42 დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს ტრენინგის დონის სისტემას სხვადასხვა დარგებში, ბაკალავრიატის, სპეციალობის, სამაგისტრო და ასპირანტურაში; -ირიცხება 3000-ზე მეტი სტუდენტი, მათ შორის უცხოელი; - რამდენიმე სადისერტაციო საბჭო; კვლევის პრიორიტეტული მიმართულებებია მათემატიკა, ბიოლოგია, ეკოლოგია, აფხაზური კვლევების დისციპლინების ციკლი, არქეოლოგია, პედაგოგიკა; - სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც დ.ი. გულიას სახელს ატარებს
- წინასწარი კვლევებისა და სპეციალისტების გადამზადების ცენტრი;
- თხრობითი მეცნიერებისა და დარგობრივი ფოლკლორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრი;
- ინფორმაციისა და გამოთვლის ცენტრი და პრესცენტრი;
- საერთაშორისო განყოფილება; - გაზეთი ”აფსუას უნივერსიტეტი”.
დღეს კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო, აფხაზეთში შემზღუდველი ზომების შემოღების შემდეგ, ე.წ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, თუმცა 15 მაისიდან სწავლა შეიძლება განახლდეს.
#სოხუმი
#უნივერსიტეტი
#საქართველო
#პოლიტიკა
#ოკუპაცია
#SokhumiDaily