მინსკში უამრავი ადამიანი შეიკრიბა სვეტლანა ციხანოვსკაის წინასაარჩევნო შეხვედრაზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მინსკში, ხალხთა მეგობრობის პარკში მიმდინარეობს ოპოზიციის კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას, მხარდამჭერი წინასარჩევნო შეხვედრა-კონცერტი.  ციხანოვსკაია ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატია, რომელიც საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა 9 აგვისტოსათვის დანიშნულ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ხალხთა მეგობრობის პარკში შეკრებილა სულ მცირე 25 ათასი ადამიანი და ხალხის ნაკადი არ წყდება.   აქციაზე სიტყვით გამოვა სვეტლანა ცხოანოვსკაია. მანამდე სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებიან პოლიტიკოსები და არტისტები. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში ინტერნეტი ბელარუსში დიდი შეფერხებით მუშაობს, აქციას პირდაპირ ეთერში უჩვენებს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური.   აქცია სანქცირებულია. პოლიცია მის მსვლელობაში არ ერევა და მხოლოდ პარკის შესასვლელებთან აღმართულ უსაფრთხოების მეტალოდეტექტორებთან იცავს წესრიგს. 27 ივლისს, მინსკში გაიმართა სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდამჭერი მსვლელობა, რომელშიც სულ მცირე 10 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30757445.html #ახალი_ამბები #twitter