EMC-მ აჭარის მაუწყებლიდან გათავისუფლებულების სახელით შსს-ს და პროკურატურას მიმართა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143405
EMC-მ აჭარის ტელევიზიიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სახელით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას აჭარის მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის, მიმართ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით.
EMC-ის შეფასებით, კოხრეიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს დირექტორისადმი კრიტიკულად განწყობილი, განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დევნასა და ალტერნატიული პროფესიული კავშირის საქმიანობის ხელშეშლას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა) და 166-ე (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა) მუხლების შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.