რა არის გონების კარგვის 3 მიზეზი?

0
სინკოპე არის ტერმინი, რომელიც გულისხმობს გულის წასვლას. მისი გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა ყველა მათგანს ერთი შედეგი აქვს - თავის ტვინში სისხლის მიდინების დროებითი , მკვეთრი შემცირება. გონების კარგვის გამომწვევია: დაბალი არტერიული წნევა არარეგულარული გულისცემა პოზის უცაბედი შეცვლა, მაგალითად უცებ წამოდგომა, რაც გამოიცვევს სისხლის ფეხებისკენ გადაქაჩვას დგომა საათობით გაუსაძლისი ტკივილები ან შიში გადაჭარბებული სტრესი ორსულობა დეჰიდრატაცია გადაღლილობა განვიხილოთ გონების კარგვის 3 მიზეზი: 1 ვაზო-ვაგალური სინკოპე - გამოწვეულია არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითებით, მცირდება თავის ტვინის სისხლით მომარაგება. ფეხზე წამოდგომისას მდგომარეობა უარესდება, რადგან სისხლი ფეხებისკენ გადაინაცვლებს. 2 კარდიოლოგიური სინკოპე - გამოწვეულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რის დროსაც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა მცირდება, მაგალითად : არითმია, კორონარული არტერიების თრომბოზი, აორტის სტენოზი, გულის უკმარისობა. კარდიოლოგიური სინკოპის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. 3. ნევროლოგიური სინკოპე - ძირითად გამომწვევად გვევლინება ინსულტი, გულყრები. იშვიათად თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შაკიკიც ხდება ნევროლოგიური სინკოპეს მიზეზი.
0