მოკლემეტრაჟიან რგოლები ანუ Quibi

0
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სერიალების და სატელევიზიო შოუების ყურება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ის, რაც ამერიკულ კინოინდუსტრიაში რამდენიმე ათეული წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს რეალობაა და მრავალსერიული კინოშედევრები მასობრივად იპყრობენ მაყურებელთა გულებს. თუმცა ახალი თაობის ყურადღების შესანარჩუნებლად კინოინდუსტრიას რევოლუციური ნაბიჯების გადადგმა ესაჭიროება. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ ანიმაციური ფილმი "შრეკის" შექმნელი, ჯეფრი კაცენბერგი და HP-ის და eBay-ის ხელმძღვანელი, მეგ უითმანი ახალი სთრიმინგ პლატფორმის, Quibi-ის ირგვლივ გაერთიანდნენ. სერვისის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მასში განთავსებული მაღალხარისხიანი ვიდეოკონტენტი ხანმოკლეა და პირველ რიგში სმარტფონის მომხმარებლებზეა გათვლილი. პროექტით მალევე დაინტერესდნენ ისეთი ინვესტორები, როგორებიც არიან The Walt Disney Company, NBCUniversal, Sony Pictures, WarnerMedia, Viacom, CBS და სხვები. ინვესტორებმა Quibi-ს განვითარება ჯამში 1 მილიარდი აშშ დოლარით დააფინანსეს.
#technology
#tech
#news
Tbilisi
0