27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142172
27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, 27 აპრილიდან ასევე სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.
„გარდა ამისა, სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება. სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა. საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზების საქმიანობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.