რა დროს უნდა გაიკეთოს ადამიანმა კორონავირუსზე ტესტი – ალექსანდრე გოგინავას განმარტება

Pirveliradio Ge

დახურულ სივრცეში ინფიცირებულთან 10-15 წუთზე მეტი დროის განმავლობაში ყოფნა, რა დროსაც არ არის დაცული დისტანცია და არც პირბადეა გამოყენებული, კონტაქტად ითვლება და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტის ჩატარებაა საჭირო, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. „ეს დაავადება გადადის წვეთოვანი გზით, ამიტომ თუ ახლო კონტაქტი გვაქვს ადამიანთან დახურულ სივრცეში, საუბარია, მეტრნახევარზე უფრო ახლო მანძილზე, არ გვიკეთია პირბადე და კონტაქტი გრძელდება 10-15 წუთზე დიდხანს, ასეთი ადამიანები უკვე ითვლებიან კონტაქტირებულებად და მათთვის მნიშვნელოვანია, თუ სიმპტომები ექნებათ, ჩაიტარონ კვლევები. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც უბრალოდ წამიერი კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, ან ორივე მხარეს ეკეთა პირბადე, ამ შემთხვევაში დაავადების გადაცემის რისკი არის მინიმალური“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.