ღამის რუტინა.

0
მოგესალმებით მეგობრებო❤️ დღეს ვისაუბრებ ღამის რუტინის შესახებ თუ რა როგორ უნდა გამოვიყენოთ რომ მოვუაროთ სწორად ჩვენს კანს და გავხადოთ უფრო ბრწყინვალე და გლუვი? არ მიყვარს ზედმეტად დიდი, გრძელი რუტინული მოვლა ამიტომ ჩემს ლაკონურ და სასარგბლო რუტინას გაგაცნობთ. ნაბიჯები რაც უნდა გავიაროთ: მაკიაჟისმოშორება, გასუფთავება, წმენდა , დატენიანება. მაკიაჟის მოსაშორებლად გამოიყენეთ მიცერალური წყალი, მაკიაჟის მოსაშორებელი რძე, ხშირ შემთქვევვაში იყენებენ მაკიაჟის მოსაშორებელ ერთჯერად ხელსახოცებსაც მაგრამ მისი ხშირი გამოყენება როგორც ავღნიშნეთ აზიანებს კანს, ამიტომ იშვიათი გამონაკლისის გარდა ხშირი ხმარება რეკომენდირებული არ არის.მიცერალური და გამწმენდი რძე აუცილებლად უნდ ააარჩიოთ თქვენი კანის ტიპიდან გამომდინარე, დაიტანეთ ბამბის დისკზე და წრიული მოძრაობით დაიწყეთ სახით კანის დამუშავება, ამის შემდგეგ გადადით უშუალოთ დასაბანი საშუალების გამოყენებაზე, ზოგადად ჯობს ჯერ მიცერალური შემდეგ დაბანა რადგან ზოგიერთი მიცერალური საჭიროებს ჩამობანვას.ეცადეთ მაქსიმალურად ხარისხიანი და ბუნებრივი მაკიაჟის მოსაშორებელი ქაფი, გელი ან სხვა საშუალება შეიძინოთ რომ ეფექტურად გაასუფთაოს თქვენი სახის კანი. კვირაში სამჯერ დაიმასაჟეთ სახე სკრაბით, რაც ხელს შეუწყობს კანიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას. ფავორიტი მიცერალური:ბიოდერმა ფავორიტი დასაბანი საშუალება:caudalíe , alkmene. შემდეგი ეტაპი ტონერი: ტონერი უზრუნველყოფს სახის კანის PH ბალანსის დაცვას, ასევე ის კანს ამზადება რომ უკეთ მიიღოს სასარგებლო თვისებები რაც დამატენიანებლშია. შემდეგი ეტაპი: დამატენიანებელი. ყველაზე მნიშვნელოვანია შევარჩიოთ სწორად, ჩვენი კანის ტიპიდან გამომდინარე, იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი და სასარგებლო. ფავორიტი დამატენიანებელი:ავენი, სებამედი. კვირაში 2-3ჯერ ვიტან სახის ნაჭრის ნიღბებს ან თიხის ნიღაბს, ვიმუშავებ სახეს სკრაბით.თუ თქვენ ხარ 24წლიდან ზწმოთ არ გამოტოვოთ თვალის კრემი, თუმცა ესეც საკმაოდ ინდივიდუალურია და ზოგიერთი საერთოდ არიყენებს წლების განმავლობაში ამიტომ ვფიწრობ ყველას ჩვენ ჩვენი რუტინა უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული.
#nightroutine
#skincare
#selfcare
#ღამისრუტინა
#სახისმოვლა
Tbilisi
0