კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

კორონავირუსით აჭარაში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მედიკოსების განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, რადგან მას ჰქონდა თანმხლები დაავადება. ბოლო 4 დღეში ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების 27-ე შემთხვევაა. გაზრდილია ე.წ-ლი ,, აჭარა ტექსტილის“ კლასტერის ინფიცირებულთა რიცხვი. 48 არასრუწლოვანი მკურნალობს აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით, ახალ შემთხვევებს შორის არიან მედიკოსებიც. რეგიონი ისევ საყურადღებო, წითელ ზონად რჩება. ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა.