0
? Huawei და Samsung-მა დაასახელეს მოდელები, რომლებიც განახლდება Android Q-მდე
#TechCloud
#TechCloudNews
#Samsung
#Huawei
#AndroidQ
რამოდენიმე თვეში Google გამოუშვებს Android-ის განახლებას. ტრადიციულად ის დაყენდება არა მხოლოდ ახალ მოდელებზე, არამედ არსებულ მოწყობილობებზეც. კომპანია Huawei-მ უკვე განსაზღვრა მოდელები, რომლებიც შეძლებენ AndroidQ-მდე განახლებას. მოწყობილობების ჩამონათვალი ამგვარად გამოიყურება: •Mate 20 •Mate 20 Pro •Mate 20 X •Mate 20 Porsche Edition •P30 •P30 Pro •Honor V20 •Honor Magic 2 არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ ამ სიას Huawei-მ შემატოს რამოდენიმე მოდელი. Samsung-ის სმარტფონების და პლანშეტების სია რომლებიც მიიღებენ AndroidQ-ს ასე გამოიყურება: •Galaxy Fold •Galaxy s10e/s10/s10+ •Galaxy s9/s9+ •Galaxy Note 9 •Galaxy A9 (2018) •Galaxy A7 (2018) •Galaxy A6 (2018) •Galaxy A6+ (2018) •Galaxy A80 •Galaxy A70 •Galaxy A50 •Galaxy A40 •Galaxy A30 •Galaxy A20 •Galaxy A20e •Galaxy A10 •Galaxy J6/J6+ •Galaxy J8/J8+ •Galaxy M10 •Galaxy M20 •Galaxy M30 •Galaxy Tab s4 •Galaxy Tab s5e •Galaxy Tab A10.1 (2019) •Galaxy Tab A10.5 (2018) დიდი ალბათობით, თავდაპირველად AndroidQ-ს მიიღებენ ფლაგმანური მოწყობილობები, შემდგომ კი განახლება შეეხება პლანშეტებს და საშუალო საგმენტის მოწყობილობებს. ამ მომენტისთვის AndroidQ-ს მესამე ბეტა ვერსია ხელმისაწვდომია რამოდენიმე მოწყობილობისთვის (Asus ZenFone 5z, Essential Phone, Huawei Mate20Pro, LG G8, Nokia 8.1 , OnePlus 6T , Sony Xperia XZ3, Xiaomi mi9, Google Pixel ყველა თაობა, Oppo Reno ... )
0