ბათუმის საკრებულოში ენმ-ის ორგანიზებულ რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატები არ გამოცხადდნენ

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143075 კვორუმი არ შედგა ბათუმის საკრებულოში - რიგგარეშე სხდომაზე რომელიც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო მოწვეული უმრავლესობის დეპუტატები არ გამოცხადდნენ. ცარიელ დარბაზში მხოლოდ ოპოზიცია მივიდა და ანტიკრიზისული გეგმის განხილვას მოითხოვდა. როგორც ირკვევა, "ქართულ ოცნებაში" ოპონენტებს გეგმა დაუწუნეს, მათი განმარტებით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა კანონთან შეუსაბამოა და მის განხილვას არ აპირებენ.