ამირან გამყრელიძე კორონავირუსის აცრებსა და მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს

0
სასურველია, მეტი ადამიანი აიცრას გრიპზე, თუ COVID-19 დაბრუნდა, რომ არ იყოს ორი ინფექციის ზედდება, - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, თუ ისევ დაბრუნდა კოვიდი უკვე ხანდაზმულ ადამიანებში რთულად წავა. “გრიპს იწვევს გრიპის ვირუსი, კოვიდს იწვევს კოვიდის ვირუსი. გრიპის ვაქცინა კოვიდის წინააღმდეგ არ იმუშავებს, ის იმუშავებს მხოლოდ გრიპის საწინააღმდეგოდ. ზედდება შესაძლებელია, თან ორივეს ძალიან მსგავსი კლინიკური სურათი აქვს, გარჩევა შეიძლება მხოლოდ ლაბორატორიული დიაგნოსტიკით. მკურნალობა აქაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ალბათ ამის პროტოკოლებიც მომავალში დაიხვეწება. გრიპს, გარდა ვაქცინისა, აქვს სპეციფიური წამალი, რომელიც გრიპის ვირუსზე მოქმედებს. კოვიდის ვირუსზე ასეთი სპეციფიური წამალი ჯერ-ჯერობით არ არის, იქ სიმპტომური მკურნალობაა, მაგრამ, იმედია, შემოდგომისთვის გამოჩნდება, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი კვლევა მიდის. ზაფხულში ბევრი მომზადება დაგვჭირდება - ჯანდაცვის სექტორის, სუნთქვის აპარატებზე იყო საუბარი, ინფექციის კონტროლის უფრო მძლავრი ღონისძიებები, ადამიანების გადამზადება, პირველადი ჯანდაცვის, ჰოსპიტალური ექიმების ყოველდღიური გადამზადება, პირადი დაცვის საშუალებების მარაგების შექმნა. ამ ზაფხულს დიდი იმედი გვაქვს, რომ დამშვიდებისკენ წავა სიტუაცია. ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სერიოზული მზადებისთვის. კოვიდი რომ ჩაქრეს და არ იყოს, ის რაღაც ფორმით სხვა დროს კიდევ შეახსენებს კაცობრიობას თავს“, - თქვა გამყრელიძემ.
#news
#opinion
#coronavirus
#covid19
#stopcovid19
#stopcoronavirus
#სიახლე
#სიახლეები
#აცრა
Rustavi
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0