ბათუმის იუსტიციის სახლი სამუშაო დღეებსა და საათებს ცვლის
Batumi Daily
იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათს და კვირას აღარ იმუშავებენ. 22:00 საათის შემდეგ კი, გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურებიან. მუშაობის გრაფიკის ცვლილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითა, პორტალი - my.gov.ge - დან არის შესაძლებელი. იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში სერვისის მისაღებად მოქალაქემ
პორტალზე განთავსებულ კალენდარში უნდა ჩანიშნოს თარიღი და დრო იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტისათვის, რის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო. აგრეთვე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელსაც ის წარადგენს იუსტიციის სახლში ვიზიტისას.
აღსანიშნავია, რომ წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში