კრიტიკულად მძიმე პაციენტების რიგში აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტები არიან

Sokhumi Daily

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებულთაგან 58 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, აქედან 8 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი. აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 6 ოქტომბერს ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 103 ადამიანს დაუფიქსირდა. მათივე ცნობით, რეგიონში ჯამში კორონავირუსი 1 868 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 655 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა — 15. ჩვენი მხრივ, არ ვიცით თუ რამდენად სანდოა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. საქართველოს ხელისუფლება არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა