ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია რამდენიმე პირი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ისანში, მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ.
პოლიციამ მათ ამის საშუალებას არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრები და მათი მხარდაჭერები აქციას მართავენ. საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომებზე დასწრებას ითხოვენ.
საოლქო-საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.
დაპირისპირების დროს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.