ლავასოღლი საარჩევნოდ ხალხის მობილიზებისთვის ჩამოჰყავთ?!
Tbilisi Daily
მინდია ლავასოღლის ექსტრადიცია გადაწყვეტილია და იგი ბელარუსიდან საქართველოში, შესაძლოა, დღესაც კი ჩამოიყვანონ - ინფორმაციას ე.წ. კანონიერი ქურდის ადვოკატი ავრცელებს.
ალექსანდრე კობაიძე გორაძის იგივე ლავასოღლის ექსტრადიციას არჩევნებს უკავშირებს. როგორც ადვოკატმა თქვა, იგი მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას ახმოვანებს, რაც შემდეგში მდგომარეობს - გორაძეს არ სურს პოლიტიკისთვის გამოიყენონ. რაც შეეხება საქართველოში ჩამოყვანის პროცედურებს. კობაიძე ამბობს, რომ თურქეთშიც და ბელორუსშიც დაირღვა გორაძის უფლებები და სტრასბურგში საქმე აუცილებლად წავა.
#ახალიამბები