ხვდებიან თუ არა ერთმანეთს ჰარი სტაილსი და ოლივია უაილდი?

0
ორი დღის წინ, ინტერნეტი სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტოებმა მოიცვა. პაპარაცებმა 26 წლის ვარსკვლავი, ჰარი სტაილსი, საკუთარი მენეჯერი ჯეფრი აზოფის ქორწილში, ცნობილ მსახიობსა და მისი ახალი ფილმის რეჟისორ, 36 წლის ოლივია უაილდთან ერთად ხელჩაკიდებული დააფიქსირეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილი კალიფორნიაში, მონტესიტოს ერთ-ერთ რანჩოზე ვიწრო წრეში ჩატარდა. წყვილი ცერემონიას Gucci-ს კოსტიუმებში გამოწყობილი დაესწრო.
ჰარიმ და ოლივიამ ერთმანეთი Don’t Worry, Darling-ის გადაღებებზე გაიცნეს. ფილმის რეჟისორობასთან ერთად, როგორც ვიცით უაილდი მასში მეორეხარისხოვან როლსაც შეასრულებს.
სულ რამდენიმე კვირის წინ პრესაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ოლივია და მისი საქმრო, მსახიობი ჯეისონ სუდეიკისი, ერთმანეთს 2020 წლის დასაწყისში დაშორდნენ. წყვილი 2012 წელს დაინიშნა და 2 შვილი - 6 წლის ოტისი და 4 წლის დეიზი ჰყავს. სპეკულაციები მეორე დღეს People-მა დაადასტურა. მათ სანდო წყაროებისგან მიღებული ინფორმაცია გაავრცელეს. როგორც გავიგეთ, ჰარის და ოლივიას მეგობრობა მალევე რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდა. სტაილსი გადასაღებ მოედანზე შესვენების დროს რამდენჯერმე ოლივიას ტრეილერსაც ესტუმრა, რაც ფოტოზეც არის გამოსახული.
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი უკვე რამდენიმე კვირაა ერთმანეთს ხვდებიან. ქორწილიდან დაბრუნებული წყვილი პაპარაცებმა ჰარის ლოს-ანჯელესის სახლთანაც დააფიქსირეს. ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ გაუკეთებია.
0