21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება-ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს. 'საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოდან გაიხსნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა. აღნიშნულ ორ სოფელში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება'-განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.