მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
Tbilisi Daily
სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მეწყერში ერთი ოჯახის სამი წევრია მოყოლილი, მაშველებმა ამ დროისთვის ქალის ცხედარი იპოვეს, ორი ადამიანის - მამა -შვილის მოძიების სამუშაოები კი გრძელდება.
ადგილზე 200-მდე მაშველი-მეხანძრეა მობილიზებული, სამშველო ოპერაციას უამინდობა უშლის ხელს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, დამეწყრილ ტერიტორიაზე, მსუბუქ ავტომობილში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.