ჯოკერი-ვინ არის და როგორ შეიქმნა ყველაზე პოპულარული ანტი-გმირი?!პერსონაჟის ანალიზი... პირველი ნაწილი

ByGi GaGeorgia
0
ამ თავში ავღწერ ჰიტ ლეჯერის ჯოკერს, DC კომიქსზე ყველაზე მეტად ალბათ ჯოკერი ბეტმენი და მათი საგა გვახსენდება ჯერ კიდევ ჯეკ ნიკოლსონის გენიალური ჯოკერი ჩემი ბავშვობის ლამაზი მოგონებაა. ჯოკერი როგორც პიროვნება იყო ყველაზე პოპულარული გამოგონილი ანტიგმირი. რეიტინგით მან გადაუსწრო ბეტმენს ადამიან ობობას და სუპერმენს, იგი პირველად 1940 წელს შეიქმნა მისი ავტორები იყვნენ ბილ ფინგერი, ჯერი რობინსონი და ბობ კეინი. მისი პროტოტიპი აიღეს 1928 წელს ფილმის ცნობილი პერსონაჟიდან "კაცი რომელიც სულ იცინის" მისი ისტორია შემზარავად სევდიანია, როცა მამაკაცი ავტოკატასტროფაში მოყვება და სახე დაუსახიჩრდება მედიკოსები გაუკეთებენ სახის ოპერაციას რომლის შედეგად ნაიარევი დარჩება და მის დასაფარავად მუდმივ გრიმს ატარებს. მაგრამ ჯოკერისგან რადიკალურად განსხვავდება თავის ხასიათით. ის არც ფსიქოპატია არც სოციოპატი, ის უბრალოდ უბედური დეპრესიული ადამიანია სევდიანი ისტორიით. მისი ვიზუალური პროტოტიპი ჯოკერის შექმნის იდეაფიქსი გახდა. რატომ არის ჯოკერი პოპულარული? რატომ იმეორებენ ადამიანები მის ციტატებს და რატომ გულშემატკივრობენ მას და არა კეთილ სუპერგმირ ბეტმენს? რას წარმოადგენს ჯოკერი? მას არც სუპერძალა ან რაიმე უნარი გააჩნია, არც მდიდარი მეცენატია ბრუს ვეინივით. მისი ერთადერთი იარაღი სიტყვებია რასაც ამბობს და ასევე მისი გონება და ინტელექტი. ძნელია შეხვდე რეალობაში ასეთი მაღალი ინტელექტის მქონე დამნაშავეს რომელსაც არც ფული არც რაიმე მატერიალური კეთილდღეობა არ სჭირდება. მისი იდეა ანარქია და ქაოსია. ? ჯოკერს არ უყვარს ადამიანები, მას სოციოპატია და მოძალადე ბუნება ახასიათებს. რატომ არის რომ ამდენად ნიჰოლიზმით და ძალადობით აღსავსე პერსონაჟი ასეთი პოპულარულია და საყვარელი ამდენი ადამიანისთვის? ჯოკერის სახით შეხება გვაქვს ზერელე არანორმალურ ირაციონალურ გაუწონასწორებელ ცივსისხლიან და ამავე დროს ყველაზე ღრმა გულწრფელ და გენიალურ პერსონაჟთან. ჯოკერის ბუნება საკმაოდ ამოუცნობია ის არაა სტანდარტული ბოროტმოქმედი ვისაც ანაღვლებს ფული, ძალაუფლება შურისძიება ან რაიმე სხვა. ის იბრძვის ქაოსისთვის, რომ დათესოს შიში და პანიკა. რათა ადამიანების ბნელი მხარე დაანახოს რომელსაც ყველაზე რთულ დროს გამოავლენენ. ის იბრძვის იდეისთვის და მზადაა ამისთვის მოკვდეს კიდეც. ჯოკერს არავის და არაფრის ეშინია ამიტომ არის ის ბეტმენზე ძლიერი, მისი შეშინება შეუძლებელია მას არ აქვს სისუსტე. არ ჰყავს ოჯახი, საცოლე ან შეყვარებული (თუმცა ერთ ერთი ჯოკერი თვითმკვლელთა რაზმიდან შეყვარებულია თავისნაირ ფსიქოპატ ქალზე სახელად ჰარლი ქვინზე) ამიტომ ის არის უშიშარი და ძლიერი პიროვნება რომელიც სიმართლეს შეულამაზებლად ამბობს, ადამიანებს პირდაპირ ამხელს და თავის სიმართლის დასამტკიცებლად მზადაა უდანაშაულო ხალხი გაწიროს და ამ სანახაობით დატკბეს. ის რითიც ჯოკერი გამოირჩევა სხვა ბოროტი პერსონაჟებისგან არის მისი აზროვნების სტილი და დაუღალავი შრომა და ბრძოლა ამ იდეისთვის. ჯოკერი შეიძლება გძულდეთ ან გიყვარდეთ მაგრამ შეუძლებელია იმის უარყოფა რომ ის ყველაზე ქარიზმატული გიჟი და ამავე დროს ძლიერი ინტელექტის პატრონია. ჯოკერი და მისი პერსონაჟი გვაიძულებს ჩვენს ბნელ მხარეებზე დავფიარდეთ რომ მომავალში საკუთარი თავი მათთან არ გავაიგივოთ. მონსტრებს ბნელ კარადაში არ უნდა ვეძებდეთ, ის ჩვენს შიგნითაა, მაგრამ ამას არ ვამხელთ, უფრო მეტიც, ვმალავთ როგორც შეგვიძლია. მაგრამ საკმარისია რამე დიდი უბედურება მოხდეს და როგორც ჩვენი გმირი იტყოდა "შანსი რომ მიეცეს ამ ცივილიზებულ ბრბოს ისინი ერთმანეთს დაჭამენ".ჯოკერი არ არის კრიმინალი მიუხედავად იმისა რომ კანონს გამუდმებით არღვევს. ის მატერიალურ დივლათა არ იღებს სამაგისოდ, ისაა ფსიქოპატი მანიაკი და ამავე დროს პირდაპირი, უშიშარი ფილოსოფოსი. ჯოკერი ბეტმენში თავის მეორე მხარეს ხედავს, ეს ორი სიკეთის და ბოროტების ჭიდილი მუდმივ წინააღდეგობაშია ერთმანეთთან. სწორედ ამიტომ ეუბნება ჰიტ ლეჯერის ჯოკერი ბეტმენს "შენც ჩემნაირი ხარ, მათთვის შენც მახინჯი ხარ, ეხლა სჭირდები მაგრამ როცა აღარ დასჭირდები კეთროვანივით გაგრიყავენ. მათი მორალი უნიჭო ხუმრობასავითაა, პრობლემის შექმნისთანავე ავიწყდებათ, იმდენად კარგები არიან რამდენის საშუალებასაც ეს სამყარო იძლევა. გაჩვენებ საქმე საქმეზე რომ მიდგება ეს ცივილიზებული ხალხი ერთმანეთს დაჭამს. მე მონსტრი არ ვარ უბრალოდ ხალხს კარგად ვიცნობ. ამ სამყაროში გადასარჩენი ერთადერთი გზა წესების გარეშე ცხოვრებაა. "თუ რამე კარგად გამოგდის უფასოდ არასდროს გააკეთო". გაგრძელება იქნება... ?
ByGi GaGeorgia
0