რიწის ტბა დღეს - ფოტოკოლაჟი
Sokhumi Daily
რიწის ტბა აფხაზეთში, მდინარე ბზიფის აუზში მდებარეობს. მისი მაქსიმალური სიღრმე 101 მეტრია.
რიწის წყალი მეტად მტკნარია.
გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში მოცისფრო- მოლურჯო. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს.
რიწა ტურისტებს მუდამ აკვირვებს თავისი სილამზით, მის შემოგარენში პატარა და მყუდრო კაფეებია განთავსებული, არის საპიკნიკე ზონებიც.
თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე , როგორც ვარაუდობენ ტურისტთა რაოდენობა 60% შემცირდება, შესაბამისად მნახველების რაოდენობაც მოიკლებს.
სტალინის ერთ-ერთი აგარაკი რიწის ტბაზე მდებარეობს. ეს მისი საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახლდათ, რომელსაც ოჯახის წევრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა. აგარაკს თითქმის უცვლელად აქვს შენარჩუნებული პირვანდელი სახე, თუმცა როგორც ყველა ნაგებობა აფხაზეთში, ეს შენობაც საჭიროებს კაპიტალურ რემონტს
##სოხუმი
##რიწა
##აფხაზეთი
##აფხაზეთისაქართველოა
##sokhumidaily